13:46 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
კირილ ზდანევიჩის პანო

ბიზნესი თუ ხელოვნება – თბილისში კირილე ზდანევიჩის უნიკალური პანო გაანადგურეს

© FB / Georgian Heritage
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (457)
92 0 0

როგორც გაირკვა, სავაჭრო ცენტრის მეპატრონეს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებია.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირის №16-ში მდებარე ე.წ. „ოფიცერთა სახლის“ სარდაფში განთავსებული კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია.

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მოხატულობა უნიკალურია არა მხოლოდ მისი მაღალი მხატვრული ფასეულობის, არამედ საერთო კულტურული კონტექსტის გამო. 1918 წელს იმ დროს ოფიცერთა სახლის სარდაფში გაიხსნა კაფე „არგონავტთა ნავი“ —  ქალაქის კულტურული ცხოვრებისა და ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ცენტრი.

გარდა ამისა, პანოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა, საქართველოში კი ეს ერთადერთი იყო, აღნიშნავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

„ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, ხოლო ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის რემონტი დასრულებული იყო და პანო უკვე აღარ არსებობდა“, — აცხადებენ უწყებაში.

როგორც გაირკვა, სავაჭრო ცენტრის მეპატრონეს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ არც სააგენტოსთვის და არც მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებია, რაც ცალკე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცველ ორგანოებს უკვე მიმართა, რათა უმოკლეს დროში მოხდეს მომხდარის გამოძიება და სამართალდამრღვევის მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის წევრები. სწორედ ამ რესტავრატორების მიერ და სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა ორი წლის წინ კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტების კვლევითი ანალიზი.

თემები:
საქართველო და კულტურა (457)

მთავარი თემები