დავით მესხი ლონდონში ორიგინალურ ფოტოპროექტში მონაწილეობს

© FB / Calvert 22 Foundationლონდონური ფონდის „კალვერტი 22“ ფოტოპროექტი
ლონდონური ფონდის „კალვერტი 22“ ფოტოპროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონში ფოტოპროექტის თითოეული მონაწილის ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მათი საერთო წარსული მათ ახალი ხედვის ნამუშევრებში აისახება

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისელი ფოტოგრაფი დავით მესხი ლონდონის ჯგუფურ ფოტოპროექტში მონაწილეობს, რომელიც მაყურებელს ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საინტერესო მხატვრებსა და მათ უნიკალურ ხედვას აცნობს.

ექსპოზიციას წარმოადგენს ლონდონური ფონდი „კალვერტი 22“ (Calvert 22 Foundation), რომელიც სხვადასხვა გამოფენების, პროექტების, კვლევებისა და ციფრული მედიის მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არტისტების შემოქედებისა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა.

საგამოფენო ფოტოპროექტი სახელწოდებით „პოსტსაბჭოთა ხედვა: ასახვა და იდენოტობა ახალ აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, უზბეკეთის, პოლონეთის, ლატვიისა და გერმანიის 15 მხატვარს აერთიანებს.

ალისა და ნინოს ქანდაკება - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის ნამუშევრები პირველად მოხვდა Google-ის გალერეაში

„პროექტის ორგანიზატორთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხატვრის ცხოვრებისეული ისტორია ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ საერთო წარსული აქვთ — ისინი ან მათი მშობლები კომუნისტრური წყობის დროს გაიზარდნენ. და ამასთან ერთად ეს თაობა თანამედროვე გლობალურ სამყაროპში ცხოვრობს, სადაც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვრები უახლესი ტექნოლოგიებით იშლება“.

„ისეთ არტ-ნამუშევრებში, როგორებიცაა გასან ყურბანბაევის მოზარდების პორტრეტები ტაშკენტში, და საქართველოში სკეიტერების ფოტოები, პოსტსაბჭოთა ხედვა ასახავს ახალ იდენტობებს, რომელიც მთელ რეგიონში იქმნება. ძველი ორმაგი სტანდარტების ნაცვლად (როგორებიც იყო „აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ“, „სოციალისტები კაპიტალისტების წინააღმდეგ“), მათი გამოსახულებები წარმოადგენს თაობას, რომელიც ჩამოყალიბდა არა იმდენად პოლიტიკური ხასიათის პრობლემებით, არამედ სექსუალურობის, გენდერისა და სტილის საკითხებით“, — წერს Calvert 22 Foundation-ი.

დავით მესხის ნამუშევრები ლონდონში 2018 წლის 15 აპრილამდე გამოიფინება.

დავით მესხი 1979 წელს თბილისში დაიბადა. 2005 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 

საქართველოში ცნობილია სალომე მაჩაიძესა და თამუნა ქარუმიძესთან ერთობლივი ნამუშევრით დოკუმენტურ ფილმზე „როცა დედამიწა მსუბუქია“. სურათს დიდი წარმატება ხვდა წილად და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე მან არაერთი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის არის ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის „საუკეთესო დებიუტის“ პრიზი (2015) და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი „პრომეთე“ (2015).

2016 წელს დავით მესხი მონაწილეობდა ბერლინში თანამედროვე ფოტოგრაფიის გალერეაში გამართულ ჯგუფურ ფოტოგამოფენაში, რომელიც ადამიანის სხეულის დინამიკას მოძრაობაში იკვლევდა. მისი ნამუშევრები მრავალჯერ გამოიფინა საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. სამშობლოსა და უცხოეთში სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემასთან თანამშრომლობს. 


ყველა ახალი ამბავი
0