რას ფიქრობს ნანი ბრეგვაძე ბოტოქსზე და გაბერილ ტუჩებზე

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშინანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდობას შენარჩუნება უნდა, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მიიჩნევს 81 წლის ქართველი მომღერალი.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. იმის შესახებ, რას ფიქრობს ბოტოქსზე ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი ნანი ბრეგვაძე და რატომ არის გაბერილი ტუჩების წინააღმდეგი, არტისტმა გულახდილად ისაუბრა რუსეთის „პირველ არხზე“ ტოკ-შოუში, რომელიც ქართულ ესტრადას მიეძღვნა.

„თუ გინდათ კარგად გამოიყურებოდეთ, ნუ გრცხვენიათ და გაიკეთეთ ის, რაც გიხდებათ. რაც გინდათ, ის გაიკეთეთ. ოპერაციებიც გაიკეთეთ. თვალებზეც გაიკეთეთ. მაგრამ ყველაფერი ზომიერად უნდა გაკეთდეს. თვალში საცემი რომ არ იყოს“, — განაცხადა ესტრადის ვარსკვლავმა.

ბრეგვაძის თქმით, ის ასეთი გზით გაახალგაზრდავების წინააღმდეგი არ არის.

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
ცისკარიძე ნანი ბრეგვაძეზე: საოცარი ღირსების მქონე ადამიანია

„ჩემო ძვირფასო ქალებო, არ გეგონოთ, რომ არაფერს ვიკეთებ. ვიკეთებ, მაგრამ მათი სახელწოდებები არ ვიცი“, — აღიარა არტისტმა.

თუმცა, რაც შეეხება მოდას გაბერილ ტუჩებზე, ამაზე ნანის საკუთარი აზრი გააჩნია.

„გოგოებო, ჩემო ძვირფასებო, ტუჩებს ნუ გაიკეთებთ ისე (ამას ბოტოქსი ჰქვია, ჰო? [შეცდომით ივარაუდა ბრეგვაძემ]), რომ ლაპარაკი ვერ შეძლოთ. ვის უნდა ეს? ეს არავის არ მოსწონს“, — მიიჩნევს მომღერალი.

გადაცემის ყველა წამყვანმა და სტუმარმა აღნიშნა, რომ ნანი ბრეგვაძე ამ ასაკში ფანტასტიკურად გამოიყურება. ამაზე მომღერალმა განაცხადა, რომ სილამაზე და არისტოკრატიულობა მემკვიდრეობით ერგო. მისი თქმით, მისი ბებია და დიდი ბებიაც ღრმა სიბერემდე ლამაზები და მოვლილები იყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0