აკუსტიკური ბლუზის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი თბილისში კონცერტს გამართავს

© FB /Corey Harris Bandკორი ჰარისი
კორი ჰარისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოს სტუმრები შეძლებენ ქანთრი-ბლუზის, რეგის, აფრიკული და კარიბული რიტმების მოსმენას

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ბლუზმენი, რეგი-მუსიკოსი და გიტარისტი კორი ჰარისი (Corey Harris), რომელიც მსოფლიოში აკუსტიკური ბლუზის შემსრულებელთა საუკეთესო ხუთეულში შედის, თბილისელი მსმენელის წინაშე 11 თებერვალს წარდგება.

კონცერტი კლუბ Otium-ში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე ან ონლაინ.

„ბლუზის დრედებიანი ელჩი კორი ჰარისი საღამოს ქანთრი-ბლუზის, რეგის, აფრიკული და კარიბული ეთნომუსიკის ჰანგებით შეავსებს და მსმენელს ბევრ თამამ და არასტანდარტულ ინტერპრეტაციას შესთავაზებს", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მომავალი ბლუზმენი 1969 წელს დენვერში დაიბადა. მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობიდან გამოავლინა, გიტარაზე დაკვრა კი სამი წლიდან დაიწყო. 12 წლისა ბი ბი კინგისა და ლაითნინ ჰოპკინსის (lightnin Hopkins) თაყვანისმცემელი იყო, დაიწყო სიმღერა ტაძრის მგალობელთა გუნდში, დაკვრა ვიოლინოზე, საყვირზე, დასარტყამ ინსტრუმენტზე, მუსიკის შuთხზვა და ექსპერიმენტები.

მუსიკოსებთან ერთად დაიწყო დაკვრა და ძალზე მალე მოიპოვა პოპულარობა. 1994 წელს იგი მუსიკოსმა და პროდიუსერმა ლარი ჰოფმანმა შეამჩნია და Alligator-ის ლეიბლის ჩაწერა შესთავაზა. გიტარისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის პირველი ბლუზ ალბომი Between Midnight And Day იმდენად საინტერესო იყო, რომ ჰარისი ტრადიციების დამცველად გამოაცხადეს.

თუმცა, თავად ჰარისი ტრადიციული შესრულებით არ შემოფარგლულა და ცდილობდა რაღაც ახლის გაგებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

კორი ჰარისმა კონცერტები გამართა აშშ-ში, იაპონიასა და რუსეთში. სცენაზე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიცაა BB King-ი, Tracy Chapman-ი, Ali Farka, Buddy guy და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0