მსოფლიო პოდიუმებზე მოხვედრის შანსი - საქართველოში ახალ მოდელებს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliდიზაინერ ლაშა ჯოხაძის ახალი კოლექციის ჩვენება
დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ახალი კოლექციის ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტომ გამოაცხადა კასტინგი, რომელიც თბილისში შემდეგ კვირაში გაიმართება

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მოდის სააგენტო Geomodels Agency ახალ სახეებს ეძებს, რასთან დაკავშირებითა მილანის სააგენტოსთან Brave Model Management თბილისში 17 იანვარს გრანდიოზული კასტინგის გამართვას გეგმავს.

Geomodels Agency-ს დირექტორია ცნობილი ქართველი მოდელი და თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე. მსოფლიო პოდიუმებზე მოხვედრა ბევრმა ქართველმა მოდელმა სწორედ თაკო ჩხეიძის წყალობით შეძლო.

დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ახალი კოლექციის ჩვენება - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული: რა სურს ქართველ ქალს

მთელი საქართველოს გოგონებს, რომლებსაც კარგი გარეგნობა გააჩნიათ და სამოდელო კარიერაზე ოცნებობენ, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კასტინგში, რომელიც, გამორიცხული არ არის, მათი ცხოვრების ბედნიერი ბილეთი გახდება.

„გოგონებს გაუჩნდებათ შანსი გახდნენ პოპულარულები ადგილობრივ ბაზარზე, მიიღონ მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულში ცნობილ, წამყვან დიზაინერებთან ერთად, ხოლო საუკეთესო მოდელი ჟურნალ Nargis Magazine-ს გარეკანს დაამშვენებს“, — განაცხადა ჩხეიძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

ინდივიდუალური და საინტერესო სახეები — სწორედ ასეთი გარეგნობის მქონე გოგონებს ეძებს ჩხეიძე. მან აღნიშნა, რომ მოდელისთვის მნიშვნელოვანია არამარტო გარეგნობა, არამედ შინაგანი სამყაროც.

სააგენტო Brave Model Management-ის წყალობით ცნობილები გახდნენ ბიანკა ბალტი, დევიდ განდი, იულია პავლოვა და სხვ.


ყველა ახალი ამბავი
0