„წინანდლის პრემიის" გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

© courtesy of Tsinandali Award"წინანდლის პრემია"
წინანდლის პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემია, რომელიც 1998 წელს დაწესდა, ენიჭებათ მეცნიერებისა და შემოქმედების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის „წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 11 დეკემბერს გაიმართა.

პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

„ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები ახორციელებენ იმას, რაც შეიძლება იყოს ადამიანის დანიშნულება, შემოქმედება," — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

2017 წლის "წინანდლის პრემიის" მოსაპოვებლად კონკურსი 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. გამარჯვებულები ხელოვნებისა და მეცნიერების რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ: თეატრალური ხელოვნება: გურამ მაცხონაშვილი, კინოხელოვნება: ბაქარ ჩერქეზიშვილი, მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ცხვედიანი, მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე, სახვითი ხელოვნება: გვანცა ჯიშკარიანი, მუსიკა: კახი სოლომნიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ეკა გურგენაშვილი, ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესდება ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია

პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, "წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, 4000-ლარიანი ფულადი პრემიით და სხვადასხვა პრიზით.

პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში, ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე გაჩნდა. „წინანდლის პრემია" 1999 წელს დაწესდა და მისი მიზანია მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების წახალისება, ასევე საზოგადოებისთვის თანამედროვე ნამუშევრების გაცნობა.

დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე 1999 წელს გაიმართა. ლაურეატების დაჯილდოება იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით ჩატარდა.

დადგენილება პრემიის აღდგენის შესახებ 2014 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა. პროექტი ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის მხარდაჭერით და გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.

„წინანდლის პრემიის" ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0