თბილისი „ულამაზეს კორეას" უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Nosov / გადასვლა მედიაბანკშიXVIII საუკუნის კორეული ჭადრაკი
XVIII  საუკუნის კორეული ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ფილმების ჩვენებები, სიმღერები, ცეკვები, გათამაშებები და სხვა მრავალი ღონისძიება ელოდებათ

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. კორეული კინოფესტივალი „ულამაზესი კორეა" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 22-24 დეკემბერს ჩატარდება, ნათქვამია პორტალ Korea.Ge-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში კორეელი კინორეჟისორების შვიდ ფილმს უჩვენებენ (ქართული სუბტიტრებით). დაგეგმილია ასევე ფოტოგამოფენები, თანამედროვე ცეკვები და სიმღერები, ტრადიციული კორეული ცეკვები და ნაციონალური საგუნდო სიმღერები.

გარდა ამისა, სტუმრებს წარუდგენენ კორეული კალიგრაფიის ნიმუშებს და ორიგინალურ კორეულ სუვენირებს.

ასფალტის დაგება გზებზე - Sputnik საქართველო
საქართველოს გზებს კორეული კომპანია გაარემონტებს

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა გათამაშებები და საქველმოქმედო აქციები.

ფესტივალი „ულამაზესი კორეა" ქართული პროგრამითაც იქნება გაჯერებული. ღონისძიების სტუმრებს უჩვენებენ თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეს", ასევე სცენაზე წარდგებიან ქართული ვოკალური და ქორეოგრაფიული კოლექტივები.

ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი გაიმართება მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი №240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრი. ღონისძიება 17:00 საათზე გაიხსნება.

ფესტივალ „ულამაზესი კორეის" ორგანიზატორია საქართველოს კორეული ასოციაცია, აზიისა და აფრიკის თავისუფალი უნივერსიტეტი და ფონდი Dokdo.

ყველა ახალი ამბავი
0