რაიმონდ პაულსი ქართული ღირსების ორდენით დააჯილდოვეს

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა რაიმონდ პაულსისა და გია ყანჩელის განსაკუთრებული მეგობრობა აღნიშნა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელმა ცნობილ ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდ პაულსს ღირსების ორდენი გადასცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ პაულსს ჯილდო  ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელსაც ლატვიის კულტურის სამინისტროს და ხელოვნების მუშაკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხმალაძის სიტყვებით, რაიმონდ პაულსს დიდი დამსახურება აქვს ქართველი და ლატვიელი ხალხების მეგობრობის საქმეში. 

 „მისი მეგობრობა გია ყანჩელთან, ნამდვილად წარმოადგენს სამაგალითო ფენომენს ჩვენი ხალხების თანამედროვე ისტორიაში“, – განაცხადა ფხალაძემ. 

მიშელ სონისთვის გადაცემული ღირსების ორდენი - Sputnik საქართველო
საქართვლოს პრეზიდენტმა ფრანგი კომპოზიტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მაესტრომ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და  ქართველ ხალხს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის და რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის,  გია ყანჩელის ნაწარმოებიც.

რაიმონდ პაულსი რიგაში 1936 წლის 12 იანვარს დაიბადა.  მუსიკალური განათლების მიღება მომავალმა კომპოზიტორმა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან დაიწყო. 1946 წელს მან ლატვიის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა.

1937–1978 წლებში პაულსი ინსტრუმენტალური ანსამბლ „მოდოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1982 წელს კი გახდა ლატვიის რადიოში მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი.

პოეტ ილია რეზნიკთან ერთად პაულსმა დაწერა სიმღერა „მაესტრო“, რომელიც ალა პუგაჩოვამ შეასრულა. მათ ერთობლივ  კომპოზიციებს  ძირითადად ასრულებდნენ ალა პუგაჩოვა, ლაიმა ვაიკულე, ვალერი ლეონტიევი და სხვა საესტრადო მომღერლები. 

გარდა ამისა, რაიომონდ პაულსი ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსების – „იურმალას“ და „ახალი ტალღის“ ერთ–ერთი ინიციატორი იყო.

რაიმონდ პაულსი მრავალი ცნობილი სიმღერის ავტორია, მათ შორისაა, ფიროსმანის შესახებ Миллион алых роз, რომელიც ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ შეასრულა. სიმღერა პირველად 1982 წელს გაჟღერდა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0