ხელოვნების მუზეუმი გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსსაქართველოს ეროვნული მუზეუმი
სსაქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს როგორც მხატვრის ნამუშევრები, ისე სამუშაო ოთახის რეკონსტრუქცია, მისი ავეჯი და პირადი ნივთები.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik.  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 14 დეკემბერს გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქცია, მისი ავეჯი და პირადი ნივთები. ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

პეტრე ოცხელის ნამუშევარი ჩატეხილი ხიდი - Sputnik საქართველო
ქართული მოდერნიზმი: პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

გამოფენა 14 დეკემბერს გაიხსნება და სამ თვეს გაგრძელდება.

ქართულ ფერწერაში რეალისტური მიმართულების ფუძემდებლი გიგო გაბაშვილი 1862 წელს დაიბადა. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ორი ათასზე მეტ ტილოს ითვლის. გიგო გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. ხელოვნების უსაზღვრო სიყვარულისა და იშვიათი შრომისმოყვარეობის მეოხებით მხატვარი შეუპოვრად სძლევდა ყოველგვარ დაბრკოლებას, სიძნელეს და ღირსეულად ასრულებდა თავის პატრიოტულ, მოქალაქეობრივ მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები ჩვენში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.

© photo: Sputnikგიგო გაბაშვილის ნახატის "სამარკანდის ბაზარი" რეპროდუქცია
გიგო გაბაშვილის ნახატის სამარკანდის ბაზარი რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
გიგო გაბაშვილის ნახატის "სამარკანდის ბაზარი" რეპროდუქცია

მხატვრის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. გარკვეული ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.  


ყველა ახალი ამბავი
0