ტრიო „მანდილი" მოსკოვში კონცერტს 9 დეკემბერს გამართავს

© FB / Trio Mandiliტრიო "მანდილი"
ტრიო მანდილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფოლკ-ტრიოს ალბომის მოსმენა მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-ტრიო „მანდილი" მოსკოველი მსმენელის წინაშე 9 დეკემბერს წარდგება მეორე ალბომით „ენგურო".

ახალ ალბომში „ენგურო" შესულია ათი კომპოზიცია: „ერთი ნახვით", „ნისლები", „აჭარული", „კესარია", „სვანური", „კაფია", „კეკელა და მარო", „ენგურო", „ქართული პოპური" და „მენატრები".

ტრიო „მანდილის" კონცერტი კლუბ 16 Tons Club-ში 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოში გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს წყალობით გახდნენ პოპულარული. თბილისის მახლობლად, სოფლის გზაზე გადაღებულმა ვიდეომ, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას — "აპარეკას" მღერიან, ინტერნეტში ორი კვირის მანძილზე მილიონი ნახვა დააგროვა.

ჯგუფის სახელწოდება „მანდილი", ჯგუფის წევრების თქმით, ერთ-ერთი გოგონას დედას ესიზმრა, როგორც წარმატების მომტანი ნიშანი და ამიტომაც შეარჩიეს. გოგონებს სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ. ყველაფერი, მათ შორის, ფანდურზე დაკვრაც თავად ისწავლეს.

2015 წელს „მანდილმა" გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით With Love, რომელშიც შევიდა საქართველოს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ავტორების ათი ტრეკი. ტრიო „მანდილი" რუსეთში პირველად 2016 წელს გამოვიდა — მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში.

2017 წელს ტრიო „მანდილმა" მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია 2017"–ის საქართველოს ეროვნულ შესარჩევ კონკურსში.

ყველა ახალი ამბავი
0