„ქართული მოსკოვი" თბილისში – გამოფენა გრიბოედოვის თეატრში

© Sputnik / Denis Aslanovგამოფენა „ქართველები მოსკოვში"
გამოფენა „ქართველები მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოგამოფენა „ქართული მოსკოვი" რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართველების ცხოვრებას ასახავს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გაიხსნა გამოფენა „ქართული მოსკოვი", რომელიც მოსკოვის დაარსების 870 წლისთავსა და მოსკოვისა და ქართველების ურთიერთობების თითქმის ხუთსაუკუნოვან ისტორიას ეძღვნება.

გამოფენის ავტორები არიან ფოტოხელოვანი სერგი შაგულაშვილი და მოსკოველი სტუდენტი საქართველოდან ელენე გვიმრაძე. გამოფენა ცნობილი რეჟისორის ელდარ რიაზანოვის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის დღეს გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ადგილების ფოტოები — ქუჩები Большая და Малая Грузинские, წმინდა გიორგის ტაძარი, ქართველ მეფეთა და თავადთა განსასვენებელი დონის მონასტერში, წმინდა ნინოს ძეგლი (ავტორი — ზურაბ წერეთელი), შოთა რუსთაველის ქანდაკება (ავტორი — მერაბ ბერძენიშვილი), პეტრე ბაგრატიონის ძეგლი (ავტორი — მერაბ მერაბიშვილი) და სხვა.

© Sputnik / Denis Aslanovგამოფენა „ქართული მოსკოვი"
Выставка Грузинская Москва в столице Грузии - Sputnik საქართველო
გამოფენა „ქართული მოსკოვი"

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია იმ გამოჩენილი ქართველების ფოტოები, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და შრომით ასახელეს როგორც საქართველო, ისე რუსეთი: ირაკლი ანდრონიკაშვილი, ბულატ ოკუჯავა, სლავა მეტრეველი, ზურაბ სოტკილავა, მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი).

აქვეა ქართველი მოსკოველების ფოტოები, რომლებიც ახლაც აგრძელებენ მოღვაწეობას რუსეთის დედაქალაქში: გიორგი დანელია, ზურაბ წერეთელი, ლეო ბოკერია, მაყვალა ქასრაშვილი, დავით იოსელიანი, ნიკოლოზ ცისკარიძე, თამარ გვერდწითელი, ია ნინიძე, დათო ევგენიძე.

© Sputnik / Denis Aslanovგამოფენა „ქართული მოსკოვი"
Выставка Грузинская Москва в столице Грузии - Sputnik საქართველო
გამოფენა „ქართული მოსკოვი"

გამოფენა 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფინანსური მხარდამჭერია მოსკოვის მთავრობა.

ამჟამად მოსკოვში თითქმის 40 ათასი ქართველი ცხოვრობს. ეს ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა მსოფლიოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0