გამოფენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

© photo: Sputnik / Natia TserekidzeArt Palace
Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხაი ზიჩის სახელს უკავშირდება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" პირველი ილუსტრირებული ნაბეჭდი გამოცემა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ორიგინალი ნამუშევრები გამოიფინება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

გამოფენა 5-15 დეკემბრის პერიოდში ხელოვნების სასახლეში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ქართველ დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, იხილოს საიმპერატორო კარის მხატვრის მიერ შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ამ გამოფენისთვის, პირველად საქართველოში, უნგრეთის ეროვნული გალერეიდან მხატვრის ექვსი ორიგინალი ტილო და 27 ასლი გამოიფინება.

მხატვრის ორიგინალ ნამუშევრებს გამოფენის სტუმრები მხოლოდ ერთი დღით — 5 დეკემბერს იხილავენ, რადგან ნამუშევრები 6 დეკემბერს ბუდაპეშტში დაბრუნდება. აქედან გამომდინარე, დღეს ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზი 18:00-ის ნაცვლად 20:00 საათამდე იმუშავებს.

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ გამოცემებს გამოფენენ

მიხაი ზიჩის სახელს უკავშირდება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" პირველი ილუსტრირებული ნაბეჭდი გამოცემა. უნგრელი მხატვარი თბილისში 1881 ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველი ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა. შვიდის ნაცვლად მან 34 ილუსტრაცია შექმნა და ქართულ საზოგადოებას უსასყიდლოდ უსახსოვრა.

გამოფენა თბილისში უნგრული კულტურის დღეებისა და საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და ბუდაპეშტის ეროვნული გალერეის მხარდაჭერით ხორციელდება.

მიხაი ზიჩი 1827 წელს უნგრეთში დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1847 წლიდან მისი კარიერული აღმასვლა იწყება. ზიჩი რუსეთში საიმპერატორო კარის მხატვრად მიიწვიეს, სადაც რუსეთის ოთხი იმპერატორის მხატვარი გახდა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" მხატვრის წოდება მიიღო.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0