თბილისში ირანული კინოს ფესტივალი იწყება

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშითეირანის მცხოვრებლები
თეირანის მცხოვრებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მაყურებელი ირანელი რეჟისორების ნამუშევრებს იხილავს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 4-7 დეკემბერს ირანული კინოს ფესტივალი ჩატარდება — ღონისძიების სტუმრები ირანელი კინორეჟისორების ყველაზე საინტერესო ფილმებს იხილავენ.

ფესტივალის პროგრამაშია: „ნარგიზების სეზონი", „მაყვალი", „საძილე არტერია" და „სარა და აიდა".

სტუდენტების ჯგუფი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
ოქრო და კინო: თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები იწყება

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ირანული კინოს ფესტივალი აქამდეც ტარდებოდა ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით და ეწოდებოდა „ირანული კინოს კვირეული"; თუმცა ასეთი მასშტაბური არ ყოფილა. ასეთი სახით ირანული კინოს ფესტივალი პირველად ტარდება", — განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალურ ენაზე ქართული სუბტიტრებით. ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

კინოსეანსები გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში (ილია ჭავჭავაძის 1). კინოჩვენებების დასაწყისი — 19:00 საათი.

ყველა ახალი ამბავი
0