ქართველი მუსიკოსები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისადმი მიძღვნილ კონცერტზე დაუკრავენ

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები - ბრიუსელი
მსოფლიოს ქალაქები - ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეგიძლიათ, 23 ნოემბერს, გიორგობას ბრიუსელში გაემგზავროთ და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელთა მუსიკალური ჯემ-სეიშენს დაესწროთ? არა? ნუ იდარდებთ - ამ უნიკალური კონცერტის ნახვა ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ.

ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მასში ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები მიხეილ ჯაფარიძე (კონტრაბასი) და ირაკლი ჭოლაძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) მონაწილეობენ. მათ უხელმძღვანელებს ნიუ-იორკში მოღვაწე, ცნობილი პიანისტი ამინა ფიგაროვა.

ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის ფარგლებში, პარტნიორობის ექვსი ევროპული ქვეყნის: აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინისა და საქართველოს ჯაზის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება. ეს იქნება უნიკალური ჯემ-სეიშენი STRONGER TOGETHER, სადაც კულტურა და პოლიტიკა ჰარმონიულად საერთო ღირებულებებისათვის დგას.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ევროკავშრის ორგანიზაციებისა და Bozar-ის ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით და მხარდაჭერით.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე მეჩითოვა „Sputnik საქართველოსთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ პროექტზე უკვე 6 თვეა, რაც მუშაობენ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ნატოს სამიტი ბრიუსელში საქართველოს უშიშროების საბჭოს მთავარი თემაა

„ყოველი ქვეყნიდან შეირჩა ჯაზის ერთი შემსრულებელი. ესენი არიან, როგორც წესი, ახალგაზრდა მუსიკოსები. საქართველოდან კონცერტში მონაწილეობას 2 მუსიკოსი მიიღებს. მათი ხელმძღვანელი კი, ვინც ბრუსელში შეკრავს ბენდს, არის ამერიკაში მცხოვრები, წარმოშობით აზერბაიჯანელი ცნობილი ჯაზ პიანისტი ამინა ფიგაროვა. მოგეხსენებათ, 24 ნოემბერს იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც სწორედ ამ მუსიკალური ღონისძიებით იხსნება.

აღსანიშნავია, რომ კულტურის ცენტრი bozar-ი არის ერთ-ერთი წამყვანი ხელოვნების ცენტრი მთელს ევროპაში, სადაც დღის განმავლობაში ზოგჯერ რამდენიმე კონცერტი ერთად ტარდება.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი, მიხეილ ჯნელიძე და მარგოტ ვალსტრემი - Sputnik საქართველო
ვაშჩიკოვსკი: ევროკავშირს საქართველოს მიღება ჯერ არ შეუძლია

„ჩვენთვის და ჩვენი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ სივრცეში გამოსვლა და დაკვრა. კონცერტი ორ ნაწილად იქნება დაყოფილი: პირველ ნაწილში დაუკრავენ კლასიკური პიანისტები, საქართველოს სახელით გამოვა ნინო გვეტაძე და მეორე ნაწილი იქნება ჯაზ მუსიკა. ჩვენი ჯაზმენები: მიხეილ ჯაფარიძე და ირაკლი ჭოლაძე საკმაოდ ხშირად მონაწილეობენ საქართველოში გამართულ კონცერტებში, ისინი ასევე ასწავლიან კონსერვატორიაში. ორივე იყო kavkaz jazz ფესტივალის მონაწილე. ხშირად მიწევს ამ მუსიკოსებთან თანამშრომლობა და ვცდილობ, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებზე ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. მაგალითად, მიხეილ ჯაფარიძე ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზე kavkaz jazz ფესტივალის შუამდგომლობით დაუკრა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა“, — გვითხრა ელენე მეჩითოვამ.

პროექტის კოორდინატორი საქართველოში Kavkaz Jazz ფესტივალია, რომელიც უკვე 8 წლის მანძილზე მუსიკის საშუალებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში კულტურულ დიალოგის, მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის გაღრმავებას ემსახურება.

ბრიუსელში კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია ადგილობრივი კაფეს (Le Berger by Vini Divini) ეკრანზე მოხდება. კონცერტის ყურება ონლაინ რეჟიმში Bozar-ის ვებ-გვერდიდანაც იქნება შესაძლებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0