საქართველოს პარლამენტში დევიდ ლინჩთან შეხვედრა გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვიზიტის შედეგებს ამერიკელი რეჟისორი ხვალ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ეწვივნენ, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

ამერიკელი რეჟისორი ხვალ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს მსოფლიო კინოს ლეგენდა, ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი  დევიდ ლინჩი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ლინჩის თბილისში ვიზიტის მთავარი მიზეზი – დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნაა.

კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი" 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრამვისა და ტოკსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება. 

დევიდ ლინჩი - Sputnik საქართველო
რას გააკეთებს ლეგენდარული დევიდ ლინჩი საქართველოში?

„უდიდესი ამერიკელი რეჟისორის სურვილია, საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კინოუნივერსიტეტი. ეს ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა და ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სურვილი სულ მალე რეალობად იქცევა“, — განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის თქმით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია ანსამბლ „ერისიონის“ საგანგებო სარეპეტიციო ჩვენება, ქართული ღვინის დაგემოვნება, ქართული სამზარეულოს გაცნობა.

„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოკლე ვიზიტის პერიოდში დევიდ ლინჩი მაქსიმალურად გაეცნოს ქართულ კულტურას, ჩვენს ტრადიციებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, უდიდესი ამერიკელი რეჟისორი გახდება საქართველოს ერთგვარი ელჩი ჰოლივუდში“, — აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიდან მარიამ ჯაში და ალექსანდრე ქანთარია, ხოლო  მთავრობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრნენ.

მასპინძლებმა ამერიკელ  სტუმრებს ქართული კინოს ისტორია გააცნეს. მათ ასევე ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე და რომელიც, პირველ ეტაპზე, შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი სკოლის დაფუძნების თვალსაზრისით.

საქართველოში ვიზიტის შედეგებს ამერიკელი რეჟისორი ხვალ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.


ყველა ახალი ამბავი
0