13:20 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისში „ტრავიატას" პრემიერა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (122)
43 0 0

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოპერის მოყვარულთა წინაშე წარდგება თეატრის საბალეტო დასი, ორკესტრი და გუნდი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 18 ნოემბერს ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა „ტრავიატას" პრემიერა გაიმართება.

ოპერა „ტრავიატას" განახლებულ დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ სოლისტები სალომე ჯიქია, ნუცა ზაქაიძე, მანანა იორდანიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, სულხან გველესიანი, თამაზ საღინაძე, ირაკლი მუჯირი, გიორგი ჭელიძე, ლევან მაკარიძე, პაატა სუხიტაშვილი და თემურ ახობაძე.

სცენაზე მაყურებლის წინაშე ასევე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი და გუნდი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.

„პირველად თეატრის ისტორიაში თბილისის ოპერის საპრემიერო სპექტაკლისთვის ევროპის ორ წამყვან თეატრში იმუშავეს: „ტრავიატას" დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში, იტალიაში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები – ესპანეთში, მადრიდის Teatro Real-ის და ბარსელონას Gran Teatro del Liceo-ს ბაზაზე შეიკერა", — ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

საოპერო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ლორან გერბერი (შვეიცარია, იტალია), ქორეოგრაფი — ნინო ანანიაშვილი.

„ტრავიატას" საპრემიერო ჩვენებები გაიმართება აგრეთვე 19, 23, 24 და 30 ნოემბერს 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა თეატრის სალაროებსა და ონლაინ არის შესაძლებელი.

საქართველოში "ტრავიატას" პრემიერა პირველად თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 1859 წლის 30 ნოემბერს გაიმართა.

თემები:
საქართველო და კულტურა (122)

მთავარი თემები