23:56 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მმაჩ-ის ბიურო თბილისის ცენტრში

Euronews-მა შეიტყო საქართველოს მონახულების მიზეზი

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (147)
42 0 0

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა Euronews-ის ეთერში საქართველოს შესახებ ისაუბრა

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM 2017 ევროპული საინფორმაციო ტელეარხი Euronews-ი საქართველოთი დაინტერესდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

Euronews-ის ჟურნალისტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს ჰკითხა, რატომ უნდა ეწვიონ ტურისტები საქართველოს.

"საქართველო უნიკალური კულტურის, უნიკალური დამწერლობის ქვეყანაა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო. საქართველო ღვინის სამშობლო და ევროპული ცივილიზაციის სახლია. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს არის ულამაზესი ბუნებაა, მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, ულამაზესი მთები და ზღვისპირა კურორტები", — განაცხადა ჩოგოვაძემ Euronews-ის ეთერში.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოადგინა ტურიზმის ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, ასევე 15-მა კერძო ტურისტულმა კომპანიამ.

ლონდონის გამოფენას ესწრებოდა ტურიზმის სფეროს 50 000-ზე მეტი ექსპერტი, ბიზნესმენი, ჟურნალისტი და სტუდენტი. ღონისძიებაზე 5 000-მდე ტურისტული მიმართულება და კომპანია იყო წარმოდგენილი. აღნიშნული გამოფენა დიდ ბრიტანეთში 37 წელია იმართება.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (147)

მთავარი თემები