10:03 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სატელევიზიო კამერა

ქართული კინოცენტრი 14 მოკლემეტრაჟიან ფილმს დააფინანსებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (117)
15 0 0

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის 505 ათას ლარამდე გაიღებს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 2017 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული კინოფილმების წარმოების დაფინანსებისათვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები გაასაჯაროვა.

კონკურსზე 46 კინოპროექტი შევიდა, მათგან საექსპერტო კომისიამ არჩევანი 14 ფილმზე შეაჩერა, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

წლევანდელი კონკურსის საპრიზო ფონდი, დიდი რაოდენობით საინტერესო კინოპროექტების წყალობით, 505 ათას ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს:

— ,,ამბავი დუმბაძეებისა", საპროდიუსერო კომპანია,,ქართული ფილმი", რეჟისორი და სცენარის ავტორი — რამაზ ხოტივარი — 50 ათასი ლარი.

— ,,ცარიელი მაგიდა", საპროდიუსერო კომპანია,,ვიზუალური ხელოვნების ცენტრი", რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი ქობალია – 37 ათასი ლარი

— ,,მარქსის ქუჩა 12", საპროდიუსერო კომპანია,,სტუდია კედარი", რეჟისორი და სცენარის ავტორი ირინე ჟორდანია – 21 ათასი ლარი.

— ,,კრიმანჭულის ქურდები", საპროდიუსერო კომპანია,,აბკსტუდია", რეჟისორი და სცენარის ავტორი ხათუნა ხუნდაძე – 44 ათასი ლარი.

— ,,დევნილი", საპროდიუსერო კომპანია,,ნალი", რეჟისორი ირაკლი სოლომანაშვილი, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი, თათია იობაია — 47 ათასი ლარი.

,,ღამის მორიგე", საპროდიუსერო კომპანია,,პრედატორ ფილმი", რეჟისორი და სცენარის ავტორი ნატო გაბუნია, გრიგოლ ჯანაშია — 31 ათასი ლარი.

,,ცუდი ხალხი", საპროდიუსერო კომპანია 20 steps productions, რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი თავართქილაძე, ვლადიმერ კაჭარავა) — 47 ათასი ლარი.

.,,ბავშვი", საპროდიუსერო კომპანია,,მილიმეტრ ფილმი", რეჟისორი და სცენარის ავტორი დავით ფირცხალავა — 41 ათასი ლარი.

,,გადასასვლელი", საპროდიუსერო კომპანია Film Asylum, რეჟისორი და სცენარის ავტორი ალექსანდრე ნავერიანი — 15 ათასი ლარი

,,დამლაშებული პირსახოცები", საპროდიუსერო კომპანია,,თეიქს ფილმი", რეჟისორი და სცენარის ავტორი —ალექსანდრე ქვირია, ნესტან კვინიკაძე — 30 ათასი ლარი.

,,ზაფხული", საპროდიუსერო კომპანია,,თეიქს ფილმი", რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი მუხურაძე — 31 ათასი ლარი

,,სასტუმრო მირაჟი", საპროდიუსერო კომპანია,,პანიკა ფილმსი", რეჟისორი და სცენარის ავტორი გურამ ბაქრაძე — 39 ათასი ლარი

,,მეხდაკრული", საპროდიუსერო კომპანია Film Asylum, რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი ქობალია — 39 ათასი ლარი

,,უსაზღვროდ", საპროდიუსერო კომპანია "ლუკა მგელაძე", რეჟისორი და სცენარის ავტორი — ლუკა მგელაძე — 31 ათასი ლარი.

თემები:
საქართველო და კულტურა (117)

მთავარი თემები