ერთწუთიანი ქართული ანიმაცია პატარა ხოჭოზე პოპულარული ხდება

© FB / GNFC - Georgian National Film Centerელენე სებისკვერაძე
ელენე სებისკვერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელენე სებისკვერაძის ნამუშევარი ხორვატიაში 49 ქვეყნის 450 რეჟისორის განაცხადს შორის საუკეთესო გახდა. წინ კანადის ფესტივალია.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ელენე სებისკვერაძის ერთწუთიანი სადებიუტო ანიმაციური სურათი „პატარა ხოჭო" შევიდა ფესტივალის Les Sommets du cinéma d'animation საკონკურსო პროგრამაში, რომელიც 22-26 ნოემბერს კანადაში გაიმართება.

Les Sommets du cinéma d'animation — ეს არის ანიმაციური კინოს საერთაშორისო ფესტივალი. ფორუმი ყოველ წელს ტარდება მონრეალში და მაყურებელს აცნობს როგორც სიახლეებს ანიმაციური ფილმების ჟანრში, ისე მსოფლიო კინოს შედევრებს.

ქართული მულტფილმი „პატარა ხოჭოს" კონკურენტები ყველაზე მოკლე ანიმაციური ფილმების კატეგორიაში იყვნენ რეჟისორები კანადიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ჩილედან, ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და სხვ.

ჯინო - Sputnik საქართველო
მულტფილმი „ჯინო“ ევროპის ირგვლივ მოგზაურობას აგრძელებს

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის სექტემბერში სებისკვერაძის „პატარა ხოჭომ" უკვე მოიპოვა ოქროს მედალი ერთწუთიანი ფილმების ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალზე.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ისტორიის მქონე ფესტივალზე ქართული ანიმაცია საუკეთესოდ დასახელდა 49 ქვეყნის 450 რეჟისორის ნამუშევრებს შორის.

„პატარა ხოჭო" — ესაა ისტორია ფერად, გამოუცდელ, მაგრამ მომხიბლავ მწერზე, რომელიც ლამაზ ყვავილებში თავისი ლამაზი ემოციებით ცხოვრობს და ამავე დროს ყოველდღე უწევს თავისი ადგილისთვის ბრძოლა.

მულტფილმის რეჟისორი ელენე სებისკვერაძე, რომელიც განათლებით არქიტექტორია, თავისი ანიმაციური სურათის მთავარ გმირზე მუშაობისას დიდხანს სწავლობდა ხოჭოებსა და მათი ქცევის თავისებურებებს.

კინოცენტრის მხარდაჭერით ელენე სებისკვერაძე ამჟამად თავისი ერთწუთიანი ფილმის უფრო სრულ ვერსიაზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0