ცნობილი გერმანელი დიჯეი სტეფან ბოძინი თბილისში გამოვა

© FB / Stephan Bodzinბოძინის კონცერტი დუბაიში
ბოძინის კონცერტი დუბაიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი თბილისში გამოვა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Ornament fest-ის ფარგლებში.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი გერმანელი დიჯეი, მინიმალ-ტექნო-კომპოზიტორი და ლეიბლ Herzblut-ის დამაარსებელი სტეფან ბოძინი თბილისში შაბათს, 21 ოქტომბერს გამოვა.

მრავალი წარმატებული პროექტის, მათ შორის, Marc Romboy, Thomas Schumacher, Elektrochemie, H-Man და Binary Finary-ს, Frankie Goes To Hollywood-ის და Sinead O"Connor-სთვის რემიქსების შემქმნელის გამოსვლა თბილისის ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე 23:00 საათზე დაიწყება.

გერმანელ მუსიკოსთან ერთად სცენაზე გამოვლენ პარიზელი ტექნო-მუსიკოსი, პროექტ Black Strobe-ის ფრონტმენი არნო რებოტინი, ასევე ქართველი დიჯეები Tade და Rere Gelenidze.

საღამო გაიმართება ყოველწლიური ქართული ფესტივალის Ornament fest-ის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას, პანტომიმასა და ვიზუალურ ხელოვნებას.

სტეფან ბოძინი 1969 წლის 4 აგვისტოს ბრემენში, ექსპერიმენტული მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. ელექტრონული მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა და მალევე გახდა რამდენიმე საკუთარი პროექტის ავტორი, სადაც უკრავდა ფორტეპიანოსა და ბას-გიტარაზე. 17 წლისამ თავისი პირველი კომპიუტერი Atari იყიდა და მუსიკის წერა დაიწყო.

ბოძინი ერთი პერიოდი მუსიკას ცნობილი ევროპული თეატრებისთვის წერდა, მაგრამ 2006 წლიდან ტექნომ სერიოზულად გაიტაცა.

დღესდღეობით სტეფან ბოძინი საკუთარი განუმეორებელი სტილის მქონე მუსიკოსია. ტექნო-ინდუსტრიაში ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ბოძინი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში და ხშირად გამოდის მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0