ქართველი მხატვრების ნამუშევრებს გალერეა „ლუვრის კარუსელში" გამოფენენ

გამოწერა
გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 700-მდე მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს პარიზში პრესტიჟულ Art Shopping-ზე გალერეა „ლუვრის კარუსელში" (Carrousel du Louvre) გამოფენენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

მხატვარი ლაშა ბაღათურია - Sputnik საქართველო
სპრეით დახატული ნიუ-იორკი და ცნობილი ესპანელი ლამაზმანი ქართველი მხატვრის ობიექტივში

ბაზრობა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 700-მდე მხატვარი, სკულპტორი, ფოტოგრაფი და ხელოვნების სხვა მოღვაწეები მიიღებენ მონაწილეობას, 20-22 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება. ღონისძიებაზე 100 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.

პარიზში საქართველოს წარმოადგენენ მხატვრები გიორგი ტაბლიაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, სკულპტორი ლევან ბუჯიაშვილი და საფრანგეთში მცხოვრები სკულპტორი დარეჯან ბერეკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პარიზული Art Shopping-ის შემდეგ ორი ქართველი მხატვარი — გიორგი ტაბლიაშვილი და ლევან ბუჯიაშვილი ჯერ ბორდოში (საფრანგეთი), შემდეგ კი მონტრეში (შვეიცარია) გამართულ არტ-გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0