თბილისი ბრაზილიურ კინოფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოაფიშა ერთ-ერთი კინოთეატრის შესასვლელში
კინოაფიშა ერთ-ერთი კინოთეატრის შესასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მაყურებელი ნოემბერში თანამედროვე ბრაზილიურ კინემატოგრაფიას გაეცნობა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ბრაზილიური კინოფესტივალი გაიმართება თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" 6-10 ნოემბერს.

ფესტივალის მისიაა ახალი ბრაზილიური კინოს გავრცელება და მხარდაჭერა. ღონისძიება მიზნად ისახავს კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და თანამედროვე ბრაზილიის კინოსამყაროსთან ქართველი კინომანების დაახლოებას.

ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო
Golden Eye-ზე საუკეთესო კინო და ტელეოპერატორები დააჯილდოეს

ბრაზილიელი კინორეჟისორების ფილმებს ფესტივალზე აჩვენებენ ორიგინალში ინგლისური სუბტიტრებით.

ფესტივალის სტუმრები ნახავენ ხუთ კინოსურათს. პროგრამაშია: ალე აბრეუს მულტფილმი "ბიჭუნა და მსოფლიო" (2013), მარკოს ხორხეს დრამა "ძაღლური სამყარო" (2016), პაოლო და პედრო მორელის დრამა "ბატკნის ტყავი" (2013), კაიტო პრტიზის კომედია "როგორ მოვიპაროთ თასი" (2016) და კლაუდიო ასისის დრამა "ბიგ ჟატო" (2016).

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 19:00 საათზე.

ბრაზილიური კინოფესტივალის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ღონისძიების ვებ-გვერდზე. ფესტივალი საქართველოში ბრაზილიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0