ვარსიმაშვილის „რიჩარდ III"-ის პრემიერა მოსკოვში გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ვარსიმაშვილი
ავთანდილ ვარსიმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოველი მაყურებელი ქართველი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერას ე. ვახტანგოვის თეატრის სცენაზე იხილავს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში ე.ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ქართველი რეჟისორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის „რიჩარდIII" პრემიერა 7 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსულ სცენაზე ქართულ გუნდთან — სცენოგრაფი მირიან შველიძე, კოსტიუმების მხატვარი თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება ელისო ორჯონიკიძე — ერთად მუშაობდა.

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი - Sputnik საქართველო
ავთანდილ ვარსიმაშვილი უკრაინაში ფესტივალის პრიზიორი გახდა

სპექტაკლში ისეთი მსახიობები არიან დაკავებული, როგორიცაა მაქსიმ სევრინოვსკი, ოლგა ტუმაიკინა, ელენა სოტნიკოვა, ქსენია კუბასოვა, იგორ კარტაშოვი და სხვები.

„პიესა „რიჩარდIII" გენიალურია. ეს ხელისუფლების ენციკლოპედიაა, სახელმძღვანელო სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად. შექსპირმა უშეცდომოდ გამოიცნო ყველა დროის დიქტატორების ხასიათი. ნაპოლეონის, ჰიტლერის, სტალინის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მან თითქოს იწინასწარმეტყველა მათი გამოჩენა და შექმნა უზურპატორის პიროვნების ნგრევის ფსიქოლოგიური პორტრეტი", — აცხადებენ გრიბოედოვის თეატრში.

ქართველი რეჟისორის სიტყვებით, ის შექსპირთან სწორედ ამ თემამ დააინტერესა — როგორ ცხოვრობს ადამიანი, როდესაც ცხოვრებაში მიზანი არ აქვს. როგორც ვარსიმაშვილი აღნიშნავს, დიდი დრამატურგის ნაწარმოების შესრულებისთვის სცენაზე განსაკუთრებით სწრაფი ტემპით თამაშის უნარის მქონე განსაკუთრებული მსახიობები იყვნენ საჭირო.

„სხვა ავტორებისგან განსხვავებით, შექსპირი ფსიქოლოგიურ სიმართლეს არ საჭიროებს — მას მხოლოდ თეატრალური სიმართლე უნდა. ამიტომ მე ჩემი უფროსი მეგობრის, რეჟისორ რიმას ტუმინასის მადლობელი ვარ, ვახტანგოვის თეატრში შექსპირის დადგმის საშუალება რომ მომეცა, სადაც ნამდვილი თეატრის ფასი იციან", — განაცხადა ვარსიმაშვილმა.

თეატრის მოყვარულები ვახტანგოვის თეატრის სცენაზე „რიჩარდIII" —ს 7, 24 ოქტომბერს, ასევე 4, 30 ნოემბერს 19:30 საათზე იხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0