ცნობილი გახდა BIAFF-ის გამარჯვებულთა ვინაობა

© photo: Batumi International Art-House Film Festival / FBBIAFF
BIAFF - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის გრან-პრი ბელარუსი რეჟისორის სერგეი ლოზნიცის ფილმ „ნაზ არსებას" გადაეცა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საავტორო კინოს ХII საერთაშორისო ფესტივალზე BIAFF, რომელიც ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა, დასახელდნენ გამარჯვებულები, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის გრან-პრი ბელარუსი რეჟისორის სერგეი ლოზნიცის ფილმ „ნაზ არსებას" გადაეცა.

პრიზი „საუკეთესო რეჟისურისთვის" თურქ რეჟისორ იეშიმ უსტაოღლუს გადაეცა ფილმისათვის "შუქ-ჩრდილი" (Claire Obscure, თურქეთი, პოლონეთი და საფრანგეთი).

ცნობილი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი - Sputnik საქართველო
საქართველოს ცნობილი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვევა

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალის მონაწილე ფილმ „იუპიტერის მთვარეში" შესრულებული კორნელ მუნდრუცოს როლისთვის „საუკეთესო მამაკაც მსახიობად" დასახელდა. „საუკეთესო მსახიობი ქალის" ტიტული კი იეჩემ უზუნს (იეშიმ უსტაოღლუს ფილმი „შუქ-ჩრდილი") ხვდა წილად.

ჟიურის სპეციალური პრიზი ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს" და ბრიტანელი რეჟისორის სალი პოტტერის ფილმ „წვეულების" სამსახიობო ანსამბლს გადაეცათ.

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა ზიად კალტოუმის „ცემენტის გემო" (გერმანია, ლიბია, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი). დოკუმენტური კინოს კატეგორიაში სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა ფილმები „მზის ქალაქი" (რატი ონელი) და „თავისუფლების დღე" (უგის ოლტე და მორტენ ტრაავიკი, ნორვეგია, ლატვია).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა კიუ იანგის ფილმი „ნაზი ღამე" (ჩინეთი). ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ფილმებს: „ანა" მარგო ზუბაშვილი (საქართველო), „სამი საფეხური" სოსო ბლიაძე (საქართველო), „ვალპარაიზო" კარლო სირონი (იტალია).

ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
ოქროს თვალი: თბილისში საუკეთესო ტელე და კინოოპერატორებს გამოავლენენ

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ ირანელ რეჟისორ მოჰსენ მაჰმალბაფს, ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს და მომღერალსა და კინომსახიობ ვახტანგ კიკაბიძეს.

წელს Batumi International Art-House Film Festival-მა შეკრიბა კინემატოგრაფისტები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კინოფესტივალის ჩვენებები სხვადასხვა მოედანზე — კინოთეატრ „აპოლოში", სასტუმრო Wyndham-ის კონფერენც-დარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ — ერას მოედანზე გაიმართა.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF საქართველოში 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა დროს ფესტივალის საპატიო სტუმრები ყოფილან მსახიობი ნასტასია კინსკი, რეჟისორი ოთარ იოსელიანი და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0