თბილისში სანდრო ბოტიჩელის "ვენერას" გამოფენა გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerცისფერი გალერეა
ცისფერი გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა იმ კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 3 ოქტომბერს სანდრო ბოტიჩელის „ვენერას" გამოფენა გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).

მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი ქალაქ ტურინის საბაუდას გალერეაშია დაცული.

საღამოს თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში მხატვარ ლადო თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ტილოს ტრანსპორტირებას და ექსპოზიციას კომპანია Associazione Culturale Metamorfosi (ასოციაცია მეტამორფოზა) უზრუნველყოფს, რომელსაც ეს უფლება საბაუდას გალერეასთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს.

გამოფენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო იქნება გამოყოფილი.

გამოფენის გახსნა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს, ხოლო დახურვა 30 ნოემბერს აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებას ემთხვევა.

გამოფენა იმ კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართება. „ვენერას" გარდა, პროგრამა კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციისა და ლეონარდო და ვინჩის „ფრინველების ფრენის კოდექსის" თბილისში გამოფენას ითვალისწინებს.

გამოფენა 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0