„მოუსმინე სიჩუმეს" სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე უჩვენებენ

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის მარიამ ჭაჭიას ფილმი საერთაშორისო ფესტივალის MESSAGE TO MAN მონაწილეა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს" 27-ე საერთაშორისო ფესტივალის MESSAGE TO MAN საკონკურსო პროგრამის მონაწილე გახდა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 15-22 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.

კინოთეატრი „კავეა“ - Sputnik საქართველო
არონოფსკის „დედა!“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 14-17 სექტემბერს

ქართველი რეჟისორის ფილმი საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს და მისი კონკურენტები აღნიშნულ კატეგორიაში იქნებიან რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების, იტალიის, კანადისა და აშშ-ის რეჟისორების ფილმები.

Message to Man („გზავნილი ადამიანს") — დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური და ექსპერიმენტული ფილმების ფესტივალია, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიურად 1989 წლიდან იმართება.

ფესტივალის დასახელება ბიბლიური ჰუმანური ღირებულებებისადმი გზავნილია.

ფილმ „მამიკოს გოგოს“ გადაღება - Sputnik საქართველო
ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი საქართველოში ფილმს გადაიღებს

ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს" — ეს არის ისტორია, თუ რამდენად რთულია საკუთარი ოცნებისკენ სწრაფვა. ლუკა — სკოლის ცხრა წლის სმენადაქვეითებული მოსწავლეა. ის სცენაზე ცეკვაზე ოცნებობს და ამას ერთადერთ უნიკალურ შანსად და გზად მიიჩნევს, რომ ამცნოს სამყაროს მისი არსებობის შესახებ. ლუკას მუსიკა მინიმალურ დონეზე ესმის, მაგრამ ბიჭი არ ნებდება და სჯერა თავისი ოცნების.

კინოფილმისთვის მუსიკა, რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე შეფასდა, ქართველმა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ დაწერა.

ქართული ფილმის ჩვენება სანქტ-პეტერბურგში 20-21 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0