Tbilisi Photo Festival 2017-ზე მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფები შეიკრიბებიან

© FB / Tbilisi Photo Festivalთბილისის ფოტო ფესტივალი
თბილისის ფოტო ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის ფოტოების გამოფენით გაიხსნება, რომელიც „ახალ ტფილისში“ გაიმართება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. „თბილისის ფოტოფესტივალი 2017“ (Tbilisi Photo Festival) მერვედ შეკრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე მოდურ და ნიჭიერ ფოტოგრაფებს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ფესტივალი 13 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გასტანს. მასზე წარმოდგენილი იქნება 350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი.

შემოდგომის პირველი დღეები თბილისში - ჯერ ისევ ცხელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის თბილისი - სექტემბრის პირველი დღეების ფოტოქრონიკა

Tbilisi Photo Festival 2017-ის მთავარი თემა მოდის ფოტოგრაფია იქნება. ფოტოფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად იქნება ნაჩვენები მსოფლიო მოდის სივრცეში კარგად ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის და ჰოლანდიელი ვივიან სასენის ნამუშევრები.

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ჩვენებების, პრეზენტაციების, მასტერ-კლასების, ლექციებისა და დისკუსიების გამართვა. ასევე ჩატარდება კონცერტებიც.

ფესტივალი 13 სექტემბერს, 20:00 საათზე „ახალ ტფილისში“ ღია ცის ქვეშ ცოცხალი მუსიკის თანხლებით გი ბურდენის ფოტოების გამოფენით გაიხსნება (დავით  აღმაშენებლის გამზ. N38).

ღონისძიებები ასევე დაგეგმილია ლიტერატურის მუზეუმში, სასტუმრო Rooms Hotels-ში, კლუბებში „ლოლიტა“ და „ფაბრიკა“.

ღონისძიების მთავარი მოვლენა, ტრადიციულად, „ფოტოგრაფიის ღამე“ იქნება, რომელიც 16 სექტემბერს „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილის N8) გაიმართება, სადაც  350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარს მსოფლიოს 20 ქვეყნის ფოტოფესტივალი, ფოტოსააგენტო და პერიოდული გამოცემა წარმოადგენს.  

„თბილისის ფოტოფესტივალი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა საქვეყნოდ ცნობილი ფოტოფესტივალის Les Rencontres d'Arles-ის ორგანიზატორებთან პარტნიორობით.

ყველა ახალი ამბავი
0