ქართველი რეჟისორების ფილმები სარაევოს ფესტივალზე დააჯილდოეს

© photo: Scary Mother / FBკადრი ფილმიდან "საშიში დედა"
კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე თითქმის ყველა საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორების ფილმებმა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (Sarajevo Film Festival) ჯილდოები მიიღო. ფესტივალი 11-18 აგვისტოს გაიმართა.

ფესტივალის მთავარი ჯილდოები "სარაევოს გული" მიიღო ორი ქართველი რეჟისორის ფილმებმა — ანა ურუშაძის "საშიში დედა" და რატი ონელის "მზის ქალაქი", — აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად აღიარეს

ურუშაძის დრამამ "საშიში დედა" მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წოდება. სურათი ასევე სარაევოს კინოფესტივალის პარტნიორის, ევროპული კინოს პრეს-სააგენტოს Cineuropa ფავორიტი გახდა.

ონელის "მზის ქალაქი" კინოფესტივალის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დაასახელეს.

საქართველო სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე თითქმის ყველა საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ორი შესული ასევე რეზო გიგინეიშვილის "მძევლები".

სექციაში "ფოკუსი" მონაწილეობდა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის არაერთი პრიზის მფლობელი "ჩემი ბედნიერი ოჯახი"; მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში — ანა სარუხანოვას და კატალინა ბაქრაძის "სრულყოფილი შეკვეთა".

ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი - Sputnik საქართველო
ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი

გიორგი ოვაშვილის ახალი პროექტი "უღელტეხილი" ინდუსტრიულ სექციაში Cinelink მონაწილეობდა, ხოლო ფესტივალის საბავშვო პროგრამაში დათო კიკნაველიძის ანიმაციურ ფილმი "ჯინო" იხილეს.

სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.

ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — "სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0