Black Sea Jazz Festival ბათუმში 27 ივლისს იწყება

© Sputnik / Denis Aslanovბათუმის ცენტრის ხედი სიმაღლიდან
ბათუმის ცენტრის ხედი სიმაღლიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიური ფესტივალი Black Sea Jazz Festival ბათუმში მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს შეკრებს, მათ შორის იქნება ჯგუფი Jamiroquai.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ყოველწლიური მუსიკალური XI ფესტივალი Black Sea Jazz Festival 2017 („შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“) ბათუმში კლუბ Take Five-ში მუსიკოს Cory Henry & The Funk Apostles-ის კონცერტით გაიხსნება.

ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს და თავის მოედანზე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს შეკრებს. ჯაზ-მუსიკის შემსრულებლების გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფანკის, ჯაზ-ფანკის, დისკო-როკის, პოპის, ჰიპ-ჰოპის, ტექნოს, რეივის, ალტერნატივისა და სხვა სტილის შემსრულებლები.

სხვადასხვა წლებში შავი ზღვის ფესტივალზე გამოსულან ლეგენდარული ქუინსი ჯონსი, ელექტრონული მუსიკის ბრიტანელი ვარსკვლავები The Prodigy, კრის ბრაუნი, ლიზა სტენფილდი, R&B, სოულ-მომღერალი Macy Gray, ამერიკელი შემსრულებლები Ms. Lauryn Hill და Jamie Cullum, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ბასტა რაიმსი, სნუპ დოგი და სხვები.

ერისიონის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
ანსამბლი „ერისიონი" Black Sea Arena-ზე 1 აგვისტოს წარდგება

ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai ქართველი მსმენელის წინაშე 28 ივლისს საჩოგბურთო კორტების სცენაზე წარდგება. იმავე დღეს კლუბ Take Five-ში დაუკრავს ამერიკელი ტრომბონისტი Matthew Hartnett & The Gumbo All Stars.

მეორე დღეს, 29 ივლისს კორტებზე ამერიკული ჰიპ-ჰოპ ტრიოს De La Soul-ის კონცერტი გაიმართება. ამავე დღეს კლუბ Take Five-ში დაგეგმილია მუსიკოსების Lou Berry-სა და Kordz & Giorgi Zagareli-ს გამოსვლა.

30 ივლისს ბათუმის საჩოგბურთო კლუბში ფესტივალის სტუმრები მოუსმენენ ინგლისელი მომღერლის Joss Stone-ის შემოქმედებას, ხოლო კლუბ Take Five-ში წარდგება MF Robots.

ბათუმში ფესტივალი Black Sea Jazz Festival სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. მისი ორგანიზატორები არიან "თიბისი ბანკი" და კომპანია Eastern Promotions.

დეტალური პროგრამა, ინფორმაცია ბილეთებისა და აბონემენტების შესახებ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0