ორი პრიზი ხორვატიაში: ფილმი "სხვისი სახლი" მსოფლიოს დაპყრობას აგრძელებს

© Facebook / FB / Russudan Glurjidzeკადრი ფილმიდან სხვისი სახლი
კადრი ფილმიდან სხვისი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ფილმმა „სხვისი სახლი", რომელიც საქართველოში სამოქალაქო ომის დროს ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, მორიგი ჯილდო დაიმსახურა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" მსოფლიოს დაპყრობას აგრძელებს — ამჯერად ის ორი ჯილდოს მფლობელი გახდა პულას საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ხორვატიაში 2017 წლის 15-22 ივლისს გაიმართა.

პულას კინოფესტივალი (Festival igranog filma u Puli) 1954 წლიდან ყოველწლიურად ხორვატიის ქალაქ პულაში ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლში — ძველრომაულ ამფითეატრში ტარდება. ჯილდო „ოქროს არენა" ქვეყნის მთავარ ეროვნული კინოპრემიას წარმოადგენს.

დაარსებიდან 1991 წლამდე იუგოსლავიური ფილმის ფესტივალის სახელს ატარებდა და იუგოსლავიური კინოინდუსტრიის ცენტრალურ მოვლენას წარმოადგენდა. ქვეყნის დაშლის გამო გაუქმდა, ხოლო 1992 წელს ხორვატიული ეროვნული ფესტივალის სახით აღდგა.

კინოფილმის გადაღებისას - Sputnik საქართველო
2018 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სამ ფილმს დააფინანსებს

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში იუწყებიან, ფილმმა „სხვისი სახლი" ჯილდო საუკეთესო ქალის როლისთვის მიიღო (მსახიობი სალომე დემურია). ფილმს ასევე გადაეცა კრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის FEDEORA-ს ჯილდო — საუკეთესო ფილმისთვის.

სალომე დემურიაზე ფესტივალზე ითქვა: „რამდენიმე ქალთა ხასიათიდან გამოირჩევა ირას მრავალშრიანი პერსონაჟი, რომელიც სალომე დემურიამ შეასრულა — ეს ძლიერი, მტკიცე ქალია, თავისი ოჯახის დამცველი".

„სხვისი სახლი" — რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ფილმია. დრამა „სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი საქართველოში 1990 წელს მომხდარ სამოქალაქო ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.

ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაიას ფილმი „სავარძელი“ მოსკოვის კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა

მისი პრემიერა გასულ წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. 2016 წელს ფილმი სახალინის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე Край света და ნორვეგიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ექსტრაორდინარული კინოს" ნომინაციაში დაჯილდოვდა.

2017 წელს ფილმი „სხვისი სახლი" ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემიით დაჯილდოვდა. 2016 წელს ფილმი ასევე წარდგენილი იყო „ოსკარის" პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", თუმცა „ოსკარის" შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.

2017 წლის მარტში ფილმს „სხვისი სახლი" პრესტიჟული რუსული ეროვნული კინოპრემია „ნიკა" გადაეცა — სურათი დსთ-ის და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმად აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0