გამოცხადდა კონკურსი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებისათვის

© photo: Sputnikრუსთაველის სახელობის თეატრის დარბაზი
რუსთაველის სახელობის თეატრის დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეარჩევენ

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვი სამინსიტრომ გამოაცხადა კონკურსი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად.

მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადა 2017 წლის სექტემბერში იწურება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საუბარია თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში კულტურის სამინისტროს მმართველობაში მყოფ თეატრებზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც თეატრალურ საქმიანობას სულ ცოტა 10 წელია ეწევიან, ასევე საინიციატივო ჯგუფებს (მინიმუმ 5 კაცის შემადგენლობით). ცალკეულ საინიციატივო ჯგუფებსა და პროფესიულ სახელმწიფო თეატრებს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
ფოთში ივლისში რეგიონული თეატრები შეიკრიბებიან

აღსანიშნავია, რომ ერთსა და იმავე პირს თავისი კანდიდატურის წარდგენა ერთდროულად რამდენიმე თეატრის სამხატვროს ხელმძღვანელის პოსტზე შეუძლია.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები: განაცხადი მინისტრის სახელზე, კანდიდატის ფართო რეზიუმე, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლების დიპლომი, ასევე თეატრის განვითარების სტრატეგია.

სტრატეგიაში დაწვრილებით უნდა იყოს გაწერილი თეატრის საქმიანობის ოთხწლიანი გეგმა. გეგმაში უნდა იყოს ცნობები თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკის შესახებ; შემოქმედებითი დასის განვითარებისა ხედვა და თეატრში ახალგაზრდობის მოზიდვის გზები; თეატრის საერთაშორისო არენაზე წარდგენის ხედვა და თეატრის ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის; თეატრის სტრუქტურული მოწყობა; თეატრის ოთხწლიანი განვითარების სავარაუდო ბიუჯეტი, ასევე საკუთარი შემოსავლების მოძიების სტრატეგია თეატრის დაფინანსებისთვის ადგილობრივი და უცხოური წყაროების მითითებით და მრავალი სხვა.

თითოეულ კანდიდატს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სარეკომენდაციო საბჭო შეაფასებს. საბჭოს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ცალკეულ კანდიდატთა პირადი გასაუბრება.

თელავის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველას დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე: თელავში რესტავრაცია დასრულდა

საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მიიღებს. კანდიდატს ხმა უნდა მისცეს საბჭოს სულ ცოტა ხუთმა წევრმა. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მინისტრი მიიღებს. აღინიშნება, რომ სარეკომენდაციო საბჭო მინისტრს საუკეთესო კანდიდატებს რჩევის ფორმით წარუდგენს.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება კულტურის სამინისტროს შენობაში 2017 წლის 14 აგვისტოს 17:00 საათამდეა შესაძლებელი.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თეატრებია: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, მარიონეტების თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი "აფხაზეთი", გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, ადამიანის სახელობის სომხური თეატრი, მესხეთის (ახალციხის) თეატრი, ახალციხის თოჯინების თეატრი, ლადო მესხიშვილის სახეობის ქუთაისის თეატრი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის თოჯინების თეატრი, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის თეატრი, უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის თეატრი, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის თეატრი, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის თეატრი, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის თეატრი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრი, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის თეატრი და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0