21:53 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კინოფილმის გადაღებისას

2018 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სამ ფილმს დააფინანსებს

© Sputnik/
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

2018 წელს შემდეგი ფილმების გადაღებები დაფინანსდება: რეჟისორ გიორგი ცქვიტინიძის "არმატურა", ლანა ღოღობერიძის "მინდვრის ყვავილები" და თეკლა მაჭავარიანის "ჩემი სახლი ტყის პირას".

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 2018 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას დააფინანსებს.

დაფინანსების კონკურსში მონაწილეობდა 24 პროექტი. კონკურსის შედეგები ქართული კინოცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაპირველად 24 ნამუშევრიდან შეირჩა 6 ფილმი: რეჟისორ გიორგი ცქვიტინიძის "არმატურა", ლანა ღოღობერიძის "მინდვრის ყვავილები", თეკლა მაჭავარიანის "ჩემი სახლი ტყის პირას", ნანა ჯანელიძის "სად მიდის ლიზი" (ქართულ-აფხაზური დღიურები), გიორგი ხაინდრავას "ავთუშა" და ლევან თუთბერიძის "სამურაი დასვენების ჟამს".

საბოლოოდ საკონკურსო კომისიამ არჩევანი სამ კინოფილმზე შეაჩერა: ცქვიტინიძის "არმატურა", ღოღობერიძის "მინდვრის ყვავილები" და მაჭავარიანის "ჩემი სახლი ტყის პირას".

სულ 2018 წლის საკონკურსო ბიუჯეტი 1 080 000 ლარს შეადგენს.

საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით ფულადი ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა: "არმატურა" და "მინდვრის ყვავილები" დაფინანსდა 470 000 ლარით, "სახლი ტყის პირას" — 136 854 ლარით.

 

მთავარი თემები