ელტონ ჯონი საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Valery Мelnikov / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომღერალი კონცერტს არა მხოლოდ 16 სექტემბერს, არამედ 17 სექტემბერსაც გამართავს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში სერ ელტონ ჯონი ერთის ნაცვლად ორ კონცერტს ჩაატარებს — მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი ბენდთან ერთად საქართველოში პირველად 16 და 17 სექტემბერს იმღერებს.

მანამდე მუსიკოსის ერთ კონცერტზე იყო ცნობილი, რომელიც საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე 16 სექტემბერს გაიმართება. 

ლეგენდარული მომღერლის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, Eastern Promotions-ის და კომპანია SOLO-ს ინიციატივით, რომელიც „საქართველოს ბანკის“ კლიენტებს პერსონალურ მომსახურებას უწევს, Black Sea Arena-ზე ელტონ ჯონის კიდევ ერთი კონცერტი 17 სექტემბერს გაიმართება.  

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
„სუხიშვილები“ ახალი პროგრამით Black Sea Arena-ზე წარდგება

 „ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც SOLO და Eastern Promotions-ი ქართველ მელომანებს კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს, რომ კონცერტს 17 სექტემბერსაც დაესწრონ“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს 9:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი მხოლოდ  SOLO-ს მომხმარებლებისთვის იქნება.

1 ივლისიდან, დილის 9:00 საათიდან, ბილეთების შეძენას დანარჩენი მსურველები შეძლებენ.

კონცერტზე, რომელიც 16 სექტემბერს გაიმართება, Solo-ს კლიენტებისთვის გათვლილი ბილეთები 25 ივნისს ერთ საათში გაიყიდა. ამასთან, 29 ივნისიდან, 09:00 საათიდან, 16 სექტემბრის კონცერტის ბილეთების შეძენა ყველა მსურველს შეეძლება..

შეგახსენებთ, საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.

საქართველოში კონცერტის შესახებ მოლაპარაკებები მუსიკოსთან წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჰონორარის ოდენობას ორგანიზატორები არ ასაჯაროებენ.


ყველა ახალი ამბავი
0