Black Sea Arena-ზე "მეფის" პატივსაცემად კონცერტი გაიმართება

© photo: courtesy of Tbilisi City Hall / FBირაკლი ჩარკვიანის მემორიალი
ირაკლი ჩარკვიანის მემორიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2006 წელს გარდაცვლილ ირაკლი ჩარკვიანს მისი თაყვანისმცემლები ახლაც "მეფედ" მოიხსენიებენ.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე 15 აგვისტოს გაიმართება კონცერტი, რომელიც ცნობილ ქართველ მუსიკოსს, მომღერალსა და პოეტს ირაკლი ჩარკვიანს მიეძღვნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ირაკლი ჩარკვიანის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ სტეფანე მღებრიშვილი, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, გვანცა ჯაფარიძე. საღამოზე დაუკრავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

კონცერტზე ასევე წარდგებიან ისეთი კოლექტივები, როგორებიცაა Soft Eject, Green Room, New One, რობი კუხიანიძე & Outsider, LoudSpeakers, Eko & Vinda Folio.

სცენაზე ნაჩვენები იქნება მუსიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედების ფოტო- და ვიდეომასალა, რომელიც აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. საღამოს წამყვანი იქნება მომღერლის მამა — მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი.

„ეს იქნება საღამო, სადაც გაიჟღერს ირაკლი ჩარკვიანის ყველაზე პოპულარული – განსაკუთრებით, ჩვენ ახალგაზრდებში – და საინტერესო სიმღერები, აბსოლუტურად განსხვავებული არანჟირებით, ახალ ვერსიებში, ვიდეოინსტალაციებით, კოლაჟებით", — განუცხადა ჟურნალისტებს Bravo Records-ის პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ.

ირაკლი ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
ირაკლი ჩარკვიანს სცენაზე "გააცოცხლებენ"

საღამო სახელწოდებით "ირაკლი ჩარკვიანი. ისტორია" სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, საღამოს ორგანიზატორები არიან კომპანიები Bravo Records და Altervision Group. კონცერტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

ირაკლი ჩარკვიანი – ალტერნატიული მუსიკის პოპულარული ქართველი შემსრულებელი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსია. მისი ნიჭის თაყვანისმცემლები მას დღემდე "მეფედ" მოიხსენიებენ.

მუსიკალური მოღვაწეობა ჩარკვიანმა 1976 წლიდან დაიწყო. 1993 წელს გერმანიაში მისი სოლო–დისკი Svan Songs გამოვიდა, რომელიც 1990-იან წლებში ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. "მეფე" – რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორია.

ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 24 თებერვალს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0