პრემია „ელექტრონავტი": საქართველოში საუკეთესო დიჯეებს დააჯილდოებენ

© photo: Sputnik / Stringerდიჯეი
დიჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2008 წლიდან ელექტრონული მუსიკის საუკეთესო წარმომადგენლებს პრემია „ელექტრონავტს" გადასცემენ.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქართული ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპ-კულტურის წარმომადგენლებს პრემია „ელექტრონავტი"(Electronauts 2016) მეცხრედ გადაეცემა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: წლის დიჯეი, წლის ვიზუალური არტისტი, წლის ცოცხალი შესრულება, წლის საუკეთესო ვიდეო, წლის ფესტივალი, წლის ლეიბლი, წლის ტრეკი, წლის ალბომი, წლის აღმოჩენა და „ელექტრონავტი 2016".

მუსიკოსების ხმის მიცემა პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. დაჯილდოების ცერემონია თბილისის კლუბ Spacehall-ში 25 ივნისს გაიმართება. დასწრება — მოსაწვევებით.

„ელექტრონავტის" ისტორია 2005 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა სერგი გვარჯალაძემ ელექტრონული მუსიკის თანამედროვე შემსრულებლებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. სურათმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და საქართველოში ამ სფეროში მუსიკალური პრემიის შექმნას ერთგვარი ბიძგი მისცა.

GEM Fest ანაკლიაში - Sputnik საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო დიჯეი მარტინ გარიქსი GEM FEST 2017-ზე საქართველოში დაუკრავს

პრემია „ელექტრონავტი" 2008 წელს ამოქმედდა: მაშინ წინა წლის პერიოდში შექმნილი კონტენტისთვის ელექტრონული მუსიკის არტისტები ცხრა ნომინაციაში დააჯილდოვეს. ყოველ წელს ახალი ნომინაციები ემატებოდა, ხოლო 2010 წელს მუსიკალური პრემიის ჟიური საერთაშორისო გახდა.

ახალგაზრდა ქართველი ელექტრონული მუსიკოსების საქმიანობის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, 2011 წელს იმავე სახელწოდების ფონდიც შეიქმნა.

წელს „ელექტრონავტის" პრემიაზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულია ისეთი მუსიკოსები და დიჯეები, როგორებიცაა: Boyd Schidt, Greenbean & Leon, Cobert, Gio Shengelia, Kancheli, Lilith, Zurkin, Tomma, Lasha Kraft, 3rd Solu, Autumn Tree, Liza Rivs, Bacho, Kozmana, Ninasupsa, Trotsky, Vako T, HVL, Gabunia და სხვები.

მუსიკალური პრემია „ელექტრონავტი 2016"-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და „თიბისი ბანკი".

ყველა ახალი ამბავი
0