ქართული „წლის სიმღერა“ 20 ივნისს გახდება ცნობილი

© Flickr / Liam McKayხმისჩამწერი სტუდია
ხმისჩამწერი სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნომინაცია „წლის სიმღერის“ გამარჯვებული კონკურს „ოქროს ტალღის“ განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი გახდება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ყოველწლიური მუსიკალური კონკურსის „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულთა ვინაობა 20 ივნისს გახდება ცნობილი — დაჯილდოების ცერემონია მთაწმინდის პარკში გაიმართება.

კონკურსი „ოქროს ტალღა“ საქართველოში მეოთხედ ტარდება და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო შემსრულებლებს გამოავლენს. ღონისძიების ორგანიზატორია რადიო-ჰოლდინგი „ფორტუნა“.

კანის ლომები - Sputnik საქართველო
საქართველოს წარმატება კანში: რეკლამა ჯესპერზე ორი „ლომით“ დაჯილდოვდა

წელს კონკურსში 125 მუსიკოსი, შემსრულებელი და კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. სწორედ მათი კომპოზიციები ჟღერდა მთელი წლის განმავლობაში რადიო-ჰოლდინგში შემავალი ოთხი რადიოსადგურის — „ფორტუნას“, „ფორტუნა +“-ის, „ავტორადიოსა“ და „არ დაიდარდოს“ ეთერში.

გამარჯვებულებს 17 ნომინაციაში გამოავლენენ.

კონკურსში მონაწილეობენ ცნობილი შემსრულებლები და კოლექტივები: სოსო პავლიაშვილი, დათო ხუჯაძე, ბერა, თაკო გაჩეჩილაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, Salio, პანჩო, ონისე, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი, ჯგუფი Bani, 33, „ფრანი“, ანსამბლი „ფორტე“, „თეატრალური კვარტეტი“, „შვიდკაცა“, „კავკასიონი“ და სხვა.

მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
თბილისი თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიურ ფესტივალს უმასპინძლებს

კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა კონკურსის ოფიციალურ გვერდზე იყო შესაძლებელი.

ტრადიციულად, „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრების ვინაობა ფინალამდე არ საჯაროვდება. თუმცა, წელს ჟიურის ერთ-ერთი წევრის ვინაობა ცნობილი გახდა — ის ყველასთვის ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძეა.

ღონისძიების საპატიო სტუმარია სიმღერების ავტორი, შემსრულებელი და ინსტრუმენტალისტი იან დესტალი, რომელიც მსმენელის წინაშე კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გამართულ კონცერტზე წარდგება.

ყველა ახალი ამბავი
0