11:48 24 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მეტეხის ხიდი

თბილისი თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიურ ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Levan Avlabreli
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

საქართველოში გერმანელი, შვეიცარიელი და ფრანგი ქორეოგრაფების მიერ დადგმულ სპექტაკლებს ივნისსა და სექტემბერში უჩვენებენ.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სამხრეთკავკასიური ექსპერიმენტული ხელოვნებისა და თანამედროვე ცეკვის ფესტივალი თბილისში 20-21 ივნისს და ასევე სექტემბრის თვეში გაიმართება.

ფესტივალის მიზანია საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარება. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისთვის“ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო.

წელს ფესტივალი სტუმრებს სამ მოვლენას სთავაზობს — გერმანიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის ქორეოგრაფების მიერ დადგმულ სპექტაკლებს.

ცეკვის ფესტივალს იაპონური წარმოშობის გერმანელი ქორეოგრაფის ტაკაკო სუძუკის სპექტაკლი More Than One Species გახსნის.

1-2 სექტემბერს ფესტივალის სტუმრები კომპანია „შატო მუხრანის“ ტერიტორიაზე შვეიცარელი ქორეოგრაფის სალომე შნეებელის (Salome Schneebeli) დადგმას Supra4Ever ნახავენ — ესაა ინსტალაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები და მოცეკვავეები.

12-13 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სცენაზე ფრანგი დამდგმელი ქორეოგრაფის ჟერომ ბელის სპექტაკლ Gala-ს უჩვენებენ.

ფესტივალის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ.  სამხრეთკავკასიური ექსპერიმენტული ხელოვნებისა და თანამედროვე ცეკვის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

მთავარი თემები