13:56 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლევან სონღულაშვილი

ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ბრუკლინის მუზეუმში დაიმკვიდრეს ადგილი

© FB / Леван Сонгулашвили
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
18630

ბრუკლინის მუზეუმში, რომელსაც ყოველწლიურად 500 000 დამთვალიერებელი ჰყავს, ორ მილიონამდე ექსპონატი ინახება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ამიერიდან გამოიფინება აშშ-ის უდიდესი სამხატვრო მუზეუმის — ბრუკლინის მუზეუმის კოლექციებში, სადაც მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნახატები ინახება.

1895 წელს დაარსებული ბრუკლინის მუზეუმი ორ მილიონამდე ექსპონატს ითვლის, ძველი ეგვიპტის შედევრებით დაწყებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. მუზეუმი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ბრუკლინის ცენტრში კრაუნ-ჰაიტსის რაიონში ბოზ-არ სტილის შენობაშია განთავსებული და მას ყოველწლიურად 500 000 დამთვალიერებელი ჰყავს.

პირველად ბრუკლინის მუზეუმის დამთვალიერებლებმა სონღულაშვილის შემოქმედება 2016 წლის ნოემბერში გაიცნეს. სონღულაშვილი და კიდევ 20 მხატვარი ცნობილი ბრიტანელი ფერმწერის უილიამ ტერნერის სახელობის პრემიის პროექტში მონაწილეობდნენ. მათ ამერიკელი როკ-ვოკალისტი, ალტერნატიული როკის დამაარსებელი და გურუ, თავად იგგი პოპი პოზირებდა. როკ-ალტერნატივაში ჩადებული წვლილისათვის პოპს პანკ-როკისა და გრანჟის "ნათლიმამას" ეძახიან, 2009 წელს კი ბრიტანულმა ჟურნალმა Classic Rock მუსიკოსს „ცოცხალი ლეგენდის" წოდება მიანიჭა.

შიშველი იგგი პოპის გამოსახულებით პროექტის მონაწილეების ნახატბის ნახვა ბრუკლინის მუზეუმში 2017 წლის 18 ივნისამდე შეიძლებოდა.

სწორედ ამ გამოფენის შემდეგ, სადაც სონღულაშვილის ორი სურათი იყო წარმოდგენილი, მუზეუმის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი მხატვრის ნამუშევრებს სრული უფლება აქვთ მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდეს.

ამგვარად, სონღულაშვილი პირველი ქართველი მხატვარია, ვისი ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეირჩა. ამიერიდან მისი სურათები დაიმკვიდრებს ადგილს სახვითი ხელოვნების ისეთი დიდი ოსტატების ნამუშევრების გვერდით, როგორებიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო და პოლ გოგენი.

ლევან სონღულაშვილი — 26 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით წავიდა აშშ-ში, როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი.

სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაცაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.

 

 

მთავარი თემები