ჯგუფ „ლენინგრადის“ პირველი კონცერტი საქართველოში

© Tbilisi Open Air / AlterVisionჯგუფი ლენინგრადი თბილისში
ჯგუფი ლენინგრადი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ფესტივალზე, ჯგუფმა „ლენინგრადი“, შეასრულა როგორც თავისი ცნობილი ჰიტები, ისე ახალი სიმღერები.

თბილისი, 18 ივნისი-Sputnik. ცნობილი რუსული საესტრადო ანსამბლი „ლენინგრადი“ პირველად გამოვიდა თბილისის სცენაზე- პოპულარული კოლექტივის კონცერტი 17 ივნისს გაიმართა თბილისის მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi Open Air 2017.

ქართველი მსმენელისთვის სერგეი შნუროვმა, თავის მუსიკოსებთან და ორ ვოკალისტთან ერთად, იმღერა ცნობილი ჰიტები:„ Ленинград“, „ Точка Ру“, „ Экспонат“,  „Дорожная“, „ ЗОЖ“,  „В Питере-пить“, „Самая любимая“,    „Менеджер“ და ბევრი სხვა. კონცერტის დასასრულ შესრულდა სიმღერა „Кольщик“.

ქართველი მსმენელი ანსამბლს ძალიან თბილად შეხვდა: ხალხი ცეკვავდა, ყვებოდა მომღერლებს და შნუროვის ყველა რეპლიკაზე რეაგირებდა.

Тбилиси 👏👏👏!

Публикация от Shnurov Sergey (@shnurovs) Июн 17 2017 в 2:38 PDT

 

ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შნუროვმა უკვე გამოაქვეყნა ფოტოკადრები, სადაც ფესტივალის სრული სურათია მაყურებელთან ერთად.

თბილისური კონცერტის ფოტოები გამოაქვეყნა ანსამბლის სოლისტმა ქართული ფესვებით ფლორიდა ჭანტურიამ და მიაწერა —„თბილისი,მადლობა“.

Тбилиси,мадлоба 😌🙏🏼

Публикация от Флорида Чантурия💃🏻"ЛЕНИНГРАД" (@florida3003) Июн 17 2017 в 3:28 PDT

 

რუსული კოლექტივის გამოსვლამდე, ფესტივალის  მთავარ სცენაზე იმღერეს ქართულმა ანსამბლებმა Soft Eject, Eko & Vinda Folio, არა და    LOUDspeakers.

Tbilisi Open Air  თბილისში იმართება 2009 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს როგორიცაა- ზემფირა, დდტ,Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin და სხვებს.

წელს, Tbilisi Open Air  ტარდება Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე ლისის ტბის პირას. ფესტივალი გახსნა ჯგუფმა ლივერპულიდან Anatema. ფესტივალი დღეს დაიხურება ლონდონური ბენდის  Archive გამოსვლით.

ჯგუფი „ლენინგრადი“ ცნობილია თავის ექსენტრიკული სიმღერებით, რომლებიც უხვადაა შეზავებული არანორმატიული ლექსიკითა და ალკოჰოლურ ყოფითი თამატიკით. კოლექტივი  იყენებს სასულე ინსტრუმენტებს: საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი, ტუბა და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0