07:33 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ლაგოდეხი

საპატიო მიზეზით: ფესტივალი Blues&Wine 17 ივნისამდე გადაიდო

© FB/ Защищенные территории Лагодехи
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
3002

Blues&Wine Fest-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის კოკა ცქიტიშვილის გარდაცვალების გამო ღონისძიება არა 9, არამედ 17 ივნისს დაიწყება

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბლუზმენ კოკა ცქიტიშვილის გარდაცვალების გამო საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალის Blues&Wine თარიღი, ვადები და პროგრამა შეიცვალა. ფესტივალი კახეთში 2017 წლის 9 ივნისიდან 3 სექტემბრამდე უნდა გამართულიყო.

ცნობილი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ T.Blues Mob-ის ლიდერი კოკა ცქიტიშვილი 7 ივნისს გარდაიცვალა. მუსიკოსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბოლო რამდენიმე კვირა კომაში იმყოფებოდა. ის 56 წლისა იყო.

ცქიტიშვილი რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა ფესტივალ Blues&Wine-ის დაწყებამდე, რომლის ინიციატორი, იდეური სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

"კოკასთან ერთად გავიზარდე, ბავშვობის მეგობრები ვართ, მეზობლად ვცხოვრობდით. ისე ოცნებობდა ამ ფესტივალზე… ოპერაციის წინ რაღაც იგრძნო და თქვა – მინდოდა ბლუზ-ფესტივალზე დღესასწაული მომეწყო და არა ჩემი პანაშვიდიო, და ხუთ წუთში გაითიშა", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ფესტივალის ორგანიზატორმა ვიქტორ კერვალიშვილმა.

იმის გამო, რომ მრავალ მუსიკოსთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი კოკა ცქიტიშვილი იყო და ის 37 დღე კომაში იმყოფებოდა, ფესტივალის პროგრამა ნაწილობრივ შეიცვალა.

"ჩვენ განვაახლეთ მოლაპარაკებები იმ მუსიკოსებთან, რომლებიც თავად დაგვიკავშირდნენ. სამ შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, შევცვალეთ შემსრულებლები", — განაცხადა კერვალიშვილმა.

ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს დაიწყება 17 ივნისს და დასრულდება 12 აგვისტოს.

გახსნის ცერემონიაზე გაიმართება ბლუზმენების ქართული ლოჟის მაგისტრების მანდატებით დაჯილდოება, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის საელჩოსთან ერთად. იმავე საღამოს, 17 ივნისს ფესტივალის სცენაზე გამოვა ამერიკელი სოულ-მომღერალი შარონ ლიუისი. მომღერალი საქართველოში პირველად ჩამოდის.

ფესტივალზე შემდეგ გამოვლენ: ამერიკელი შემსრულებელი შანა უოტერსტოუნი — 7 ივლისს, ისრაელის ბლუზ-ბენდი Sobo – 22 ივლისს, ლონდონელი გიტარისტი სტივ მორისონი — 29 ივლისს. დანარჩენი შემსრულებლების კონცერტების თარიღები ჯერჯერობით ზუსტდება.

საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი კომპანია Blues Village-ის, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის Blues&Wine საინფორმაციო პარტნიორი 2017 წელს საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik–საქართველო" გახდა.

ორგანიზატორების განცხადებით, ადგილზე, სადაც ფესტივალი უნდა გაიმართოს, მოეწყო მთელი ინფრასტრუქტურა – ადგილები კარვებისთვის, კვების ობიექტები და ბიოტუალეტები. სპეციალურად სტუმრებისთვის თბილისიდან უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

მთავარი თემები