კალუგა საქართველოს კულტურის დღეს უმასპინძლებს

© FB / Областной Молодежный центрკალუგის საოლქო ახალგაზრდული ცენტრი
კალუგის საოლქო ახალგაზრდული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ცეკვის ანსამბლი "იმედი" რუსეთის ქალაქ კალუგის მოსახლეობას საქართველოს კულტურას გააცნობს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთში, კალუგის საოლქო ახალგაზრდულ ცენტრში 27 მაისს გამართულ საქართველოს კულტურის დღეს ქართულ ცეკვებსა და მუსიკას წარმოადგენენ.

მგზავრები - Sputnik საქართველო
„მგზავრები“ მოსკოვში სოლო-კონცერტს გამართავს

ღონისძიების ორგანიზატორია საოლქო ახალგაზრდული ცენტრი და რუსულ-ქართული ურთიერთგაგების საზოგადოება "იბერიონი".

სცენაზე გამოვლენ კონკურსი "მის ეთნოს" არაერთგზის მონაწილე, ახალგაზრდა შემსრულებელი ნინო ხუფენია საზოგადოება "იბერიონიდან", საოლქო ახალგაზრდული ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები და ქართული ცეკვის ანსამბლი "იმედი".

"წელს ქართული ცეკვის ანსამბლ "იმედის" დაარსებიდან 10 წელი სრულდება. ანსამბლის ხელმძღვანელია ლაშა ასუმბანი. წლების განმავლობაში ანსამბლის შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ ანსამბლის მონაწილეებს დამაჯერებელი შემოქმედებითი გამოცდილება დაუგროვდათ", — ნათქვამია კალუგის ოლქის ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0