04:27 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Salio

ქართველის ტრიუმფი აშშ-ში: მომღერალმა Salio-მ Akademia Music Award-ში გაიმარჯვა

© FB / SalioOfficial
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
19830

Salio-ს კომპოზიცია I Know You Know Me მუსიკალური აკადემიის პრემიის კონკურსზე საუკეთესო პოპ-სიმღერად აღიარეს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. უცხოეთში Salio-ს ფსევდონიმით ცნობილი პოპულარული ქართველი მომღერლის სალომე კორკოტაშვილის სიმღერამ  აშშ-ში მუსიკალური აკადემიის პრემიის (Akademia Music Award)  მაისის კონკურსზე გაიმარჯვა.

მუსიკალური აკადემიის პრემია ლოს-ანჯელესში დაარსდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პერსპექტიული მუსიკოსების მხარდაჭერას ემსახურება. პრემია განსაკუთრებით ორიენტირებულია იმ შემსრულებლებზე, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე მოხვედრა სურთ და მათი შემოქმედების პროფესიული აღიარებით არიან დაინტერესებული.

 „გავიმარჯვეეე!!!! 100-ზე მეტ მუსიკოსში ამარჩიეს!!!!! სიმღერა დატრიალდება Los Angeles, Nashville, New York and London —ში“, — წერს Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე კორკოტაშვილი. 

სალომეს კომპოზიციამ ნომინაციაში „საუკეთესო პოპ-სიმღერა“ გაიმარჯვა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები კატეგორიებში „საუკეთესო ალბომი“, „საუკეთესო კლიპი“, „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“ და „შესრულების გაფართოება“.

Salio-ს კომპოზიციას ეწოდება I Know You Know Me, რაც ინგლისურად ნიშნავს „ვიცი, რომ მიცნობ“. ამავე სიმღერით მომღერალი მონაწილეობს კიდევ ერთ ონ-ლაინ კონკურსში —Hottest Song Contest.

პრემიის ფარგლებში ქართველი მომღერალი პრეტენზიას აცხადებს „წლის არტისტის“ ტიტულზე, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე აკადემიის გალა-საღამოზე გაიმართება.

2016 წლის დეკემბერში სალომე კორკოტაშვილი სიმრერით Wayside მერილენდის შტატის ქალაქ კატონსვილში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიის SongBuilder Studios მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. სტუდიის მფლობელები არიან სტივენ ჯოზეფ ანტონელი და ნეიტ ლანზინო. 

პრიზის სახით ქართველმა მომღერალმა სტუდიაში SongBuilder Studios სიმღერის ჩაწერის შესაძლებლობა მიიღო. კომპოზიცია აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ასამდე რადიოსადგურის ეთერში გავა. სხვადასხვა წლებში SongBuilder Studios-თან ისეთი ვარსკვლავები მუშაობდნენ, როგორებიც არიან მაილი საირუსი, ბრიუს სპრინგსტინი და როკ-ჯგუფი The Smashing Pumpkins.

სალომე კორკოტაშვილი პოპისა და ნეოსოულის სტილში მღერის. სწავლობდა ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, საქართველოში „ევროვიზია-2008“-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, 2016 წელს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა.

მას შემდეგ, რაც სალომე მეორედ გათხოვდა ბრიტანელ პროფესორსა და ლიტერატორზე რიჩარდ ჰოვარდზე, გოგონა ლონდონში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იქ ქმნის.


მთავარი თემები