Aerosmith-ის საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული

© AFP 2024 / Claudio BrescianiAerosmith
Aerosmith - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith საქართველოში კონცერტამდე ერთი დღე რჩება - 20 მაისს Black Sea Arena-ს სცენაზე შეკვეთილში ლეგენდარული ჯგუფის გამოსვლა გაიმართება.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გრანდიოზული შოუს წინ „Sputnik-საქართველო" Aerosmith-ის ყველაზე საყვარელი სიმღერების სხვადასხვა შემსრულებლების ქავერებს გთავაზობთ.

ესაა ქავერი ჰიტზე Dream On, ბრწყინვალედ შეასრულეს მაილი საირუსმა, ალიშა კიზმა, ადამ ლევინმა და ბლეიკ შელტონმა.

ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Cryin შეასრულა მომღერალმა, მსახიობმა და American Idol-ის გამარჯვებულმა კელი კლარკსონმა.

ჰიტი Sweet Emotion 2009 წელს კალიფორნიულმა როკ-ჯგუფმა Papa Roach-მა იმღერა.

ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ Dude (Looks Like a Lady) მისთვის განუმეორებელი ხიბლით იმღერა.

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა კიდ როკმა კომპოზიცია Mama Kin/Last Child შესანიშნავად შეასრულა.

ამერიკელმა ფინქმა კი Janie's Got a Gun 2009 წელს Mtv Icon-ზე შეასრულა.

Crazy რუსული ვოკალური ტელეშოუს Голос. Дети გამარჯვებულმა საბინა მუსტაევამ 2015 წელს შეასრულა.

კომპოზიციას Walk This Way ასრულებენ Sum 41, Nelly და Ja Rule.

ქავერი ვარსკვლავთან ერთად — I Don't wanna miss a thing, ვიდეოზე ჩანს, როგორ მივიდა სტივენ ტაილერი მოსკოველ ქუჩის მომღერალთან, მასთან ერთად იმღერა და თავისი ქუდიც აჩუქა.

უკვდავი ჰიტი Dream on ქართულ მრავალხმიანობაში. ასრულებს Geo Folk Tour. ეს ქავერი Aerosmith-მა Facebook-ის თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა და აღიარა, რომ კონცერტს საქართველოში სულმოუთქმელად ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0