რატი ონელის „მზის ქალაქი" მადრიდის ფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა

© photo : City of the Sun / FB"მზის ქალაქი"
მზის ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის „მზის ქალაქი" ჯილდოების შთამბეჭდავი ნუსხა დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე პრიზით „საუკეთესო ფილმისთვის" შეივსო.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რატი ონელის „მზის ქალაქი" დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის DocumentaMadrid პრიზიორი გახდა. ფესტივალი ესპანეთის დედაქალაქში 4-14 მაისს გაიმართა.

ფესტივალი მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებს წარმოადგენს. პროექტი შექმნილია ამ ჟანრის მხარდაჭერისა და გავრცელებისთვის და ყოველთვის ფოკუსირებულია მსოფლიოში არსებული რეალობის ასახვაზე.

რატი ონელის ფილმს „მზის ქალაქი" ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმი „მზის ქალაქი" პოსტ-აპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.

ფილმის სცენარის ავტორები არიან რატი ონიანი და დეა კულუმბეგაშვილი. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციაში 2013 წელს დაიწყო. ფილმში მონაწილეობენ ზურა გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე.

ციცია ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი კინემატოგრაფისტები goEast ფესტივალიდან ჯილდოებით დაბრუნდნენ

ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ფილს უკვე შთამბეჭდავი ჯილდოები აქვს მიღებული: პრიზი საუკეთესო ფილმისთვის ამსტერდამში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე და სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი 2016 წელს. 2017 წლის აპრილში „მზის ქალაქმა" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვისბანდში (გერმანია) კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი მიიღო.

რატი ონელი თბილისელია. ის 1999-2014 წლებში აშშ-ში ცხოვრობდა. შეისწავლა საერთაშორისო ურთიერთობები თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში. აქვს ევროპის უმაღლესი სკოლის (European Graduate School) ფილოსოფიის დოქტორის წოდება.

2014 წელს რატი ონიანი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „უხილავი სივრცე" (Invisible Spaces) პროდიუსერი, რომლის პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, ხოლო სურათი „პალმის რტოს" ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2016 წელს რატი გახდა „ლეთას" კო-პროდიუსერი, რომლის პრემიერა კანში პროგრამის Director"s Fortnight ფარგლებში წარმატებით გაიმართა.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი" რატი ონელის დებიუტია.

ყველა ახალი ამბავი
0