Aerosmith საქართველოში კონცერტის მოლოდინში

© AFP 2024 / DIBYANGSHU SARKARAerosmith
Aerosmith - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თქვენთან შეხვედრას საქართველოში 20 მაისს ველით" - წერია Aerosmith-ის Facebook-გვერდზე.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ერთ კვირაზე ნაკლები რჩება ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith-ის გრანდიოზულ კონცერტამდე, რომელიც შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 20 მაისს გაიმართება — მუსიკოსებსაც დიდი მოლოდინები აქვთ.

საქართველოში მომავალ გამოსვლას კოლექტივმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი მიუძღვნა.

„თქვენთან შეხვედრას საქართველოში 20 მაისს ველით", — წერს Aerosmith.

განთქმულმა როკერებმა დაპოსტეს Dream on-ის ჰიტის ქართული ქავერი, რომელიც ქართული მრავალხმიანობის სტილში მუსიკალურმა კოლექტივმა Geo Folk Tour-მა შეასრულა.

ქავერის ვიდეოკლიპი გადაღებულია თბილისის ზღვაზე, მონუმენტ "საქართველოს ისტორიის" ტერიტორიაზე. ჩოხაში გამოწყობილი მონაწილეები ასრულებენ Dream on-ის ქავერს მონუმენტების ფონზე, კლიპი სრულდება ქართული მრავალხმიანობით და ხანჯლური ცეკვით.

საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. ლეგენდარული კოლექტივის კონცერტს დაესწრებიან ფანები რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

Aerosmith - Sputnik საქართველო
Aerosmith საქართველოში: თარიღი და ბილეთები

საქართველომდე მუსიკოსები ისრაელს ეწვევიან, შემდეგ მათ ელიან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის.

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია.

ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი".

 

ყველა ახალი ამბავი
0