თბილისში ცეკვის ფესტივალი Make Dance Not War დაიწყო

© Alexander Imedashviliცეკვის ანსამბლ Candoco–ს გამოსვლა თბილისში
ცეკვის ანსამბლ Candoco–ს გამოსვლა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოცეკვავეებს საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფები თანამედროვე საცეკვაო მიმართულებებში მასტერ–კლასებს ჩაუტარებენ.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თანამედროვე ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი Make Dance Not War („დაკავდით ცეკვებით და არა ომით“) თბილისში პირველად იმართება.

სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისში ჩამოვიდნენ წამყვანი ქორეოგრაფები რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან. სამი დღის განმავლობაში ისინი ფესტივალის მონაწილეებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან თანამედროვე საცეკვაო მიმართულებებში ექსკლუზიურ მასტერ–კლასებს ჩაატარებენ.

უცხოეული ქორეოგრაფები გახდებიან ჩემპიონატის მსაჯებიც, რომელიც ფესტივალის ფარგლებში 9 მაისს გაიმართბა. ამავე დღეს ჩატარდება ფესტივალის გალა–კონცერტი, სადაც საღამოს სტუმრები იხილავენ უძლიერეს საცეკვაო ნომრებს და გამარჯვებულთა დაჯილდოებას.

ნიტა ლომიძე - Sputnik საქართველო
პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ ახალგაზრდა მოცეკვავე ნიტა ლომიძემ გაიმარჯვა

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს „პარა დანსის“ საქართველოს ეროვნული ფედერაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების მონაწილეობით, ხელმძღვანელი – ქორეოგრაფი ქეთი ზაზანაშვილი.

გარდა ამისა, ფესტივალის მაყურებელს შორის იქნებიან ბავშვები ბავშვთა სახლებიდან და იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებებიდან. ისინი ფესტივალს უფასოდ დაესწრებიან. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ორგანიზატორებმა დაგეგმეს სპეციალური მასტერ–კლასები სპორტულ–შემოქმედებითი პროგრამით, რომელიც გუშინ, 6 მაისს, ცეკვის სკოლა Roots Dance Academy–ში გაიმართა.

ფესტივალი გაიმართება Prime dance studio–ში (Didube Plaza, წერეთლის 16), Roots Dance Academy–ში (თაბუკაშვილის 3) და Garden Hall–ში (აღმაშენებლის 73).

ფესტივალის ორგანიზატორია WE MAKE DANCE (W.M.D.).


ყველა ახალი ამბავი
0