ევროვიზია 2017: თამარ გაჩეჩილაძეს ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავს

© FB / Eurovision Georgiaმომღერალი თამარ გაჩეჩილაძე
მომღერალი თამარ გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ევროვიზია 2017"-ის საქართველოს წარმომადგენელმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ კონკურსზე გამარჯვებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სიმღერის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის "ევროვიზია 2017"-ის ქართველმა მონაწილემ აღიარა, რომ მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს.

თავისი განწყობა მომღერალმა უკრაინაში საქართველოს საელჩოში შეხვედრაზე ჟურნალისტებს გაუზიარა.

"კონკურსანტები არიან ძალიან ძლიერი. განსაკუთრებით ხუთი მონაწილე არის გამორჩეულად კარგი. და, ალბათ, შეჯიბრება საკმაოდ დაძაბული იქნება", — განაცხადა თამარმა.

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიაზე: ჩამოვედი, რომ გავიმარჯვო

მან აღნიშნა, რომ ამაშია ნამდვილი შეჯიბრების აზრი.

"მთელი აზრი იმაშია, რომ შეეჯიბრო ძალიან მაგარს, და არა შენზე სუსტს. და მაშინ მოიგო. რა ვიცი, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ, რა თქმა უნდა, საქართველომ გაიმარჯვოს", — აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ქართულ საელჩოში პრესკონფერენციაში თამარ გაჩეჩილაძე უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, მასმედიის სხვადასხვა საშუალების კითხვებს უპასუხა და საკონკურსო სიმღერის ფრაგმენტი იმღერა.

"თქვენ ნახეთ, თუ როგორი დიდი ინტერესია მასმედიის წარმომადგენელთა მხრიდან, რამდენი ტელეარხი იყო წარმოდგენილი. ასევე ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ. ქართული დიასპორა ფართოდ არის წარმოდგენილი უკრაინაში. და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი მხარდაჭერით, ქართული დიასპორისა და უკრაინელი მეგობრების დახმარებით ჩვენი კონკურსანტი აუცილებლად გაიმარჯვებს", — განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ.

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2017: თაკო გაჩეჩილაძე კონკურსზე მეორე ნომრით გამოვა

ევროვიზიის ქართველი თაყვანისმცემლები კონკურსის შოუებს 9, 11 და 13 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე თბილისის დროით 23:00 საათზე ნახავენ.

თამარ გაჩეჩილაძე სიმღერას Keep the Faith-ი კონკურსის პირველ ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრად იმღერებს.

ფინალი 13 მაისს გაიმართება. უკრაინა კონკურსს მეორედ უმასპინძლებს — პირველად 2005 წელს, მაშინ ქვეყანას გამარჯვება მომღერალმა რუსლანამ მოუტანა. წელს კონკურსში 42 ქვეყანა მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0