თბილისში უკრაინული კინოს დღეები იწყება

© photo: Sputnik / Stringerკინოთეატრის დარბაზი
კინოთეატრის დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება არა მხოლოდ უკრაინელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, არამედ მასტერ–კლასებიც.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. უკრაინული კინოს დღეები, ანუ კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ თბილისში 27–30 აპრილს გაიმართება.

უკრაინული კინოს ფესტივალი დედაქალაქში უკვე მესამედ ტარდება.

„წელს ფესტივალის პროგრამაშია სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ფილმები. იმედი გვაქვს, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენებაზე დასწრებასა და უკრაინული კინოს სამყაროში მოხვედრას“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა მარია მოსკალენკომ, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. 

ფილმის სამი საფეხური გადაღებაზე - Sputnik საქართველო
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სამი საფეხური" კიევში ორჯერ დააჯილდოეს

კინოფესტივალს გახსნის ტარას ტკაჩენკოს „გვრიტის ბუდე“ (2016). მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: ოლენა დემიანენკოს „ჩემი ბებია ფანი კაპლანი“, ლიუბომირ ლევიცკის "#SELFIEPARTY, რომან ბონდარჩუკის „უკრაინელი შერიფები“, ოლექსიი კირიუშჩენკოს „ხალხის მსახური 2“ და სხვა.

ფილმებს ჩვენება  კინოთეატრ „ამირანში“ ორიგინალის ენაზე და ინგლისური და ქართული სუბტიტრებით მოხდება. დასრწება თავისუფალია.

კინოფესტივალის დეტალური აფიშა იხილეთ აქ.

კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ მაყურებელს სიურპრიზს უმზადებს.

 „29 აპრილს, 20:00 საათზე მაყურებელს შეეძლება ნახოს მოკლემეტრაჟიანი ფილმები – ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ნამუშევრები: კატია გორნოსტაის „მოშორებით“ (2015 წელი), ფილიპ სოტნიჩენკოს „ლურსმანი“ (2016 წელი), მარინა სტეპანსკას „კაცური სამუშაო“ (2015 წელი), ანტონიო ლუკიჩის „მანჩესტერში წვიმდა“ (2016 წელი)“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ქართული კინოცენტრი აღნიშნავს, უკრაინული კინოს ფესტივალი უყურადღებოდ არ ტოვებს ბავშვებსაც. მათთვის აჩვენებენ მანუკ დეპოიანის ანიმაციურ ფილმს უკრაინულ ენაზე „დრაკონის მოჯადოება“ (მიკიტა კოჟუმიაკა). 

პეკინი - Sputnik საქართველო
ქართულმა კინომ პეკინში ოთხგზის ფურორი მოახდინა

28 აპრილს გაიმართება უკრაინელი კინემატოგრაფისტების მასტერ–კლასები. კინოოპერატორი იაროსლავ პილუნსკი წარმოადგენს პროექტს „ყვითელი ავტობუსი“, რომლის მიზანია ბავშვებთან კულტურულ–საგანმანათლებლო კომუნიკაცია. კიევის კინოთეატრ Жовтень–ის დირექტორი ლუდმილა გორდელაძე ისაუბრებს საკუთარ გა,ოცდილებაზე კინოში, ასევე ეროვნული და არტჰაუსის კინოგაქირავებაზე.

შემოქმედებით შეხვედრას გამართავს კინოსა და თეატრის მსახიობი რიმა ზიუბინა. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავაგოთ საფესტივალე სტრატეგია ფილმისთვის, მოგითხრობთ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი იულია სინკევიჩი.  

კინოთეატრი - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 27-30 აპრილს

რეჟისორი რომან ბონდარჩუკი მასტერკლასების დროს გესაუბრებათ ოსკარის კამპანიის წყალქვეშა ქვებზე თავისი ფილმის, „უკრაინელი შერიფების“ მაგალითზე. სექციას დაასრულებს „კინოინდუსტრია“ – დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი პროდიუსერები და ფილიპ ილენკო – კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე.

ფესტივალის ორგანიზატორი არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის, ასევე კომპანია Solar Media Entertament-ის და Arcadia Media House-ის მხარდაჭერით.


ყველა ახალი ამბავი
0