თბილისში საავტორო სიმღერის ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის ბარდები შეიკრიბებიან

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichმამაკაცი გიტარით
მამაკაცი გიტარით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარდების ფესტივალი 6-10 მაისს ჩატარდება და ათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს მოუყრის თავს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ბარდები საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან თბილისში საავტორო სიმღერის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე შეიკრიბებიან.

საავტორო სიმღერის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მოწოდებულია, პოპულარიზება გაუწიოს საავტორო სიმღერას, ანუ ბარდების მუსიკას, პირველად თბილისში 2014 წელს ჩატარდა. პირველ წელს ის ცნობილ პოეტს, ბარდსა და კომპოზიტორ ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა, მეორე, 2015 წელს — მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილეს. ფესტივალი 2016 წელს არ გამართულა.

ლათინო-ამერიკული ცეკვა - Sputnik საქართველო
თბილისში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

წელს ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი Русский клуб ფონდ Русский мир-ის ფინანსური მხარდაჭერით, 6-10 მაისს გაიმართება სლოგანით "ვერცხლის საუკუნიდან ციფრულ სამყარომდე" და მიეძღვნება გამარჯვების დღეს. ფესტივალის საინფორმაციო სპონსორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო".

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 15 უცხოელი და 10 ქართველი ბარდი. ქართველ წარმომადგენელთა შორის არიან გოგა ჭყონია, ვახტანგ აროშიძე, რობ ავადიაევი, ირინა პაროშინა, ოლეგ მჭედლიშვილი, მიხეილ ზაქარიაშვილი, აკაკი გაჩეჩილაძე, ირმა სოხაძე და სხვა. სოხაძე იქნება კონცერტების წამყვანი.

კონცერტები ასევე მიეძღვნება კულტურის წარმომადგენლებსა და პოეტებს: მიხაილ ლერმონტოვს, სერგეი ესენინს, ბელა ახმადულინა, ვლადიმირ ვისოცკი, ბულატ ოკუჯავა, იური ვიზბორი.

Blues and Wine Fest - Sputnik საქართველო
ქართული „ვუდსტოკი“ 2017 წლის ზაფხულში კახეთში გაიმართება

ფესტივალი სხვადასხვა ადგილზე გაიმართება — გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატული რუსული თეატრის მცირე დარბაზში, Iart Gallery-ში, ბუტიკ-სასტუმრო "ვინოტელში". ასევე დაგეგმილია გასვლითი კონცერტი რუსთავში.

მსურველებისთვის ექსკლუზიური მასტერ-კლასი "საავტორო სიმღერა: გუშინ, დღეს, ხვალ" ფესტივალის მონაწილეებისგან გაიმართება 9 მაისს ლაუნჯ-ოტელ "ნატაში".

წინა დღეს, 8 მაისს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება გალა-კონცერტი "ომის სიმღერები", რომელიც გამარჯვების დღეს მიეძღვნება. მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სტუმრები, ასევე თეატრისა და ესტრადის ქართველი მსახიობები.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, სადაც დაათვალიერებენ სვეტიცხოველს, სამთავროსა და ჯვრის მონასტრებს, ასევე თბილისში — ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

ყველა ახალი ამბავი
0