საფორტეპიანო ტრიო რუსეთიდან Bel Suono საქართველოში კონცერტს გამართავს

გამოწერა
საფორტეპიანო შოუ ტრიო Bel Suono თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 19 მაისს ელოდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსული საფორტეპიანო ტრიო Bel Suono თბილისში პირველად გამოვა — ვირტუოზი პიანისტები შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 19 მაისს დაუკრავენ.

საფორტეპიანო შოუ Bel Suono (იტალიურად "შესანიშნავი ბგერა") – ესაა პროფესიონალი პიანისტების ტრიო, რომლებმაც განათლება ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღეს. მუსიკოსები რუსეთისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები არიან. გარდა იმისა, რომ ისინი ვირტუოზულად ასრულებენ ნაწარმოებებს როიალზე, ამავე დროს კომპოზიციისა და იმპროვიზაციის შესანიშნავ უნარებს ფლობენ.

მუსიკოსები სრულებით განსხვავებულ მუსიკას ასრულებენ — ცნობილიდან ახალ, სპეციალურად პროექტისთვის დაწერილი მუსიკით დამთავრებული. დაარსებიდან ხუთი წლის განმავლობაში ტრიომ გამოუშვა სამი ალბომი — "მეგაპოლისი", Upgrade და "რჩეული". მასში შესულია კლასიკური მუსიკის შედევრები Bel Suono-ს ინტერპრეტაციით და ტრიოს სოლისტების საავტორო ნაწარმოებები.

ამჟამად მუსიკოსები წარმატებით მართავენ გასტროლებს რუსეთში, გერმანიაში, მონაკოში, ბულგარეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მალტაში. Bel Suono მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და სატელევიზიო პროექტებში.

Bel Suono-ს ახალ საკონცერტო პროგრამაში ქართველი მსმენელი მოისმენს კლასიკურ შედევრებს — პიაცოლას "ლიბერტანგო", კომპოზიციები ვივალდის ციკლიდან "წელიწადის დრონი" – "ზაფხული", "ზამთარი" და "გაზაფხული", სენ-სანსის "სიკვდილის ცეკვა", ბიზეს "კარმენი", ბახის ტოკატა და ფუგა რე მინორი, ლისტის "უნგრული რაფსოდია" და პროექტის სოლისტების მიერ დაწერილი ნაწარმოებები.

Bel Suono-ს ახალ საკონცერტო პროგრამაში ასევე წარმოდგენილია რუსული კლასიკა — ჩაიკოვსკი და ბოროდინი, ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ХХ საუკუნის მიწურულის ვარსკვლავები — ABBA და Queen.

ბილეთები ტრიო Bel Suono-ს კონცერტზე იყიდება თეატრის სალაროებსა და ვებ-გვერდზე biletebi.ge.

ყველა ახალი ამბავი
0